https://sputnik-georgia.com/20210823/bolo-sam-kviraSi-20-obieqti-daixura-252654263.html
ბოლო სამ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე დაწესებულება დაილუქა
ბოლო სამ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე დაწესებულება დაილუქა
Sputnik საქართველო
საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. მათ შორის ეს ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს. 23.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-23T17:09+0400
2021-08-23T17:09+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442704_0:0:3230:1818_1920x0_80_0_0_a9645000f4ceffdb5ae9eacbe96db588.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, დალუქულია 20-მდე დაწესებულება, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.იმნაძე: შესაძლოა არსებული რეგულაციები გამკაცრდეს>>ფერაძის განცხადებით, ხორციელდება როგორც კონკრეტულად ღონისძიებების და თავშეყრის ადგილების, ისე ყველა სხვა მიმართულებით მონიტორინგი.„ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს არა მხოლოდ რესტორნების და გასართობი ღონისძიებების მიმართულებით დარღვევები, არამედ სხვა მიმართულებითაც. ჩვენ მონიტორინგი გავამკაცრეთ სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე, ყველა სხვა მიმართულებით განხორციელდება მონიტორინგი“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს.შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
https://sputnik-georgia.com/20210823/sakoordinacio-sabWo-damatebiT-SezRudvebze-imsjelebs-252652082.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251442704_483:0:3214:2048_1920x0_80_0_0_f8e3a2efed4696da262bc52bf2c0f74e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ბოლო სამ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე დაწესებულება დაილუქა
17:09 23.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოში ათ კაცზე მეტი პირის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია. მათ შორის ეს ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და იუბილეებს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდარღვევის 35 ფაქტი გამოვლინდა, დალუქულია 20-მდე დაწესებულება, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
ფერაძის განცხადებით, ხორციელდება როგორც კონკრეტულად ღონისძიებების და თავშეყრის ადგილების, ისე ყველა სხვა მიმართულებით მონიტორინგი.
„ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს არა მხოლოდ რესტორნების და გასართობი ღონისძიებების მიმართულებით დარღვევები, არამედ სხვა მიმართულებითაც. ჩვენ მონიტორინგი გავამკაცრეთ სუპერმარკეტებში, ბაზრობებზე, ყველა სხვა მიმართულებით განხორციელდება მონიტორინგი“, – განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს.
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.