უკრაინამ ქართული COVID-სერტიფიკატი აღიარა

© photo: press-service of the Government of Georgia / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უკრაინელი კოლეგა, დენის შმიგალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უკრაინელი კოლეგა, დენის შმიგალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
COVID-19-ის სერტიფიკატების გაცვლა კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში, განაცხადა ღარიბაშვილმა
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველომ და უკრაინამ ორმხრივ რეჟიმში კოვიდ-სერტიფიკატების აღიარების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რაც ქვეყნებს შორის ტურისტების ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგა, დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
სერბეთმა ქართული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი აღიარა
საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„მინდა აღვნიშნო, რომ COVID- 19-ის სერტიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, კოვიდ-პასპორტების გაფორმება შეუძლიათ იუსტიციის სახლის ფილიალებში. QR-კოდის მიღება შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის (ორი დოზის) გავლის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0