პარტნიორობა და ბიზნესი: რაზე ისაუბრეს საქართველოს და უკრაინის პრემიერებმა

© photo: press-service of the Government of Georgia / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უკრაინელი კოლეგა, დენის შმიგალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უკრაინელი კოლეგა, დენის შმიგალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
გამოწერა
თბილისსა და კიევს ყველა პერსპექტივა გააჩნია საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. უკრაინა საქართველოსთვის არამხოლოდ მეგობარი ქვეყანა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია, ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგა, დენის შმიგალთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინაში უკვე მეორე დღე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი უკრაინელი კოლეგა, დენის შმიგალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
უკრაინამ ქართული COVID-სერტიფიკატი აღიარა
„უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. უკრაინა არა მხოლოდ მეგობარი სახელმწიფოა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წელს საქართველოში უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, შმიგალმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინას ყველა პერსპექტივა გააჩნია იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობა გაფართოვდეს.
„მე ძალიან ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის წარმატებაში“, - განაცხად დენის შმიგალმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა სატრანზიტო პოტენციალის ინტენსიური განვითარებისთვის.
„უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი როგორც ორ ქვეყანას შორის, ასევე უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით“, - განაცხადა შმიგალმა.
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
ზახაროვა: „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეების პოზიციებს დავაფიქსირებთ
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილის შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა.
ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. 2020 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 608 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, 2019 წელს - 666,5 მლნ დოლარი.
ყველა ახალი ამბავი
0