https://sputnik-georgia.com/20210820/centrebi-sadac-vaqciancia-registraciisgareSea-SesaZlebeli-252635580.html
ქვეყნდება ცენტრების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი
ქვეყნდება ცენტრების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი
Sputnik საქართველო
საქართველოს მასშტაბით რვა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მუშაობს, სადაც კორონავირუსზე აცრისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T19:39+0400
2021-08-20T19:39+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252624536_15:0:3656:2048_1920x0_80_0_0_0c3dad8074035aa1a3e43c62341968aa.jpg
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის რვა ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.ესენია:აღნიშნულ ლოკაციებამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის პირობებში სპეციალურ ავტობუსებს მოქალაქეები შვიდი მარშრუტით გადაჰყავთ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 907.665 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 266.962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23.986 პირი (თბილისში - 9.913).ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
https://sputnik-georgia.com/20210820/romel-skolebSi-ganaxldeba-swavla-seqtembridan-gamyreliZe-252634192.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252624536_470:0:3201:2048_1920x0_80_0_0_5df2a8d63550df4291465f25032c422f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
ქვეყნდება ცენტრების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი
19:39 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს მასშტაბით რვა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი მუშაობს, სადაც კორონავირუსზე აცრისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი
გამოაქვეყნა, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის რვა ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსი;
- ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ);
- „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი;
- სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლი“;
- მცხეთის სამედიცინო ცენტრი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
აღნიშნულ ლოკაციებამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის პირობებში სპეციალურ ავტობუსებს მოქალაქეები შვიდი მარშრუტით გადაჰყავთ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 907.665 აცრა ჩატარდა, აქედან ორჯერადად აცრილია 266.962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23.986 პირი (თბილისში - 9.913).
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.