https://sputnik-georgia.com/20210820/RaribaSvili-saqarTvelos-16-moqalaqe-avRaneTidan-brundeba-252635099.html
ღარიბაშვილი: საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება
ღარიბაშვილი: საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით ავღანეთიდან სამშობლოში ექვსი ქართველის ევაკუაცია უნგრეთის დახმარებით განახორციელა, კიდევ ორი კი გერმანიაში გადავიდა. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T18:03+0400
2021-08-20T18:03+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/01/251345151_55:208:1201:853_1920x0_80_0_0_23e5075d4a6763add65daf658262d9a4.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული მხარის თვითმფრინავით ბრუნდებიან.როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, საქართველოს 16 მოქალაქე მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატოს ბაზაზე უსაფრთხოდ დღეს, დილით გადაიყვანეს.„ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. შევეცდებით, რომ ეს ადამიანები დუბაიდან წამოვიყვანოთ თბილისში, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ მათ მოუწიოთ გზის გაგრძელება ლონდონში და იქიდან მოხდება მერე მათი ჩამოყვანა“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.მათი გამომგზავრების შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ დარჩება. 18 აგვისტოს ავღანეთიდან სამშობლოში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა.ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210820/avRaneTSi-darCenili-qarTvelebi-usafrTxod-arian-da-gamomgzavrebas-elodebian-252630027.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/01/251345151_250:221:1092:853_1920x0_80_0_0_15d09acf871ca3ba61232b19a6d88722.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
ღარიბაშვილი: საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება
18:03 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალებით ავღანეთიდან სამშობლოში ექვსი ქართველის ევაკუაცია უნგრეთის დახმარებით განახორციელა, კიდევ ორი კი გერმანიაში გადავიდა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში
დაწერა.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთ-ერთ კანადურ კომპანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ, სამშობლოში ბრიტანული მხარის თვითმფრინავით ბრუნდებიან.
„საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, საქართველოს 16 მოქალაქე მათი ლოკაციის ადგილიდან აეროპორტში, ნატოს ბაზაზე უსაფრთხოდ დღეს, დილით გადაიყვანეს.
„ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. შევეცდებით, რომ ეს ადამიანები დუბაიდან წამოვიყვანოთ თბილისში, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ მათ მოუწიოთ გზის გაგრძელება ლონდონში და იქიდან მოხდება მერე მათი ჩამოყვანა“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.
მათი გამომგზავრების შემდეგ ავღანეთის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ დარჩება. 18 აგვისტოს ავღანეთიდან სამშობლოში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. 19 აგვისტოს ავღანეთი კიდევ ორმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, ის ამჟამად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.