https://sputnik-georgia.com/20210820/Cais-plantaciebi-fermerebs-simbolur-fasad-gadaecemaT-252628086.html
ჩაის პლანტაციები ფერმერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ
ჩაის პლანტაციები ფერმერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ
Sputnik საქართველო
პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილეები სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსებას იღებენ, მაგრამ მაქსიმუმ 2,5 ათას ლარს პლანტაციის აღდგენისთვის ერთ კვადრატულ მეტრზე. 20.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-20T09:42+0400
2021-08-20T09:42+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23101/88/231018897_0:130:3160:1916_1920x0_80_0_0_e1fc6075a84d14471b96ab6e26a18ce8.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა სიმბოლურ ფასად იჯარით გასცეს გავერანებული ჩაის პლანტაციები, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.„ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი“, რომელიც გულისხმობს ჩაის რეაბილიტაციას... დღეს ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და გავენარებული, გატყევებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად იჯარით მიიღოს. ფაქტობრივად მთელი სარეაბილიტაციო თანხა, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილეები სახელმწიფოსგან 70%-იან თანადაფინანსებას იღებენ, მაგრამ პლანტაციის აღდგენისთვის მაქსიმუმ 2,5 ათას ლარს ერთ კვადრატულ მეტრზე.კოოპერატივების თანადაფინანსება უფრო მეტს – ღირებულების 90%-ს შეადგენს, მაგრამ ის არ აღემატება 3 ათას ლარს კვადრატულ მეტრზე. ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული პლანტაციის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები და 300 ჰექტარზე მეტი.სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ სამუშაოებს: პლანტაციების გაწმენდა, ხვნა, სადრენაჟო სისტემების დამონტაჟება, მიწის დამუშავება რიგებს შორის და სასუქის მიწოდება პირველ წელს.
https://sputnik-georgia.com/20210530/guriaSi-Cais-plantaciebis-reabilitacia-grZeldeba-ra-gakeTda-251879021.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23101/88/231018897_0:30:3160:2016_1920x0_80_0_0_ced925c86ecc5c823536768dc0147087.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო
ჩაის პლანტაციები ფერმერებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ
09:42 20.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილეები სახელმწიფოსგან 70% თანადაფინანსებას იღებენ, მაგრამ მაქსიმუმ 2,5 ათას ლარს პლანტაციის აღდგენისთვის ერთ კვადრატულ მეტრზე.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა სიმბოლურ ფასად იჯარით გასცეს გავერანებული ჩაის პლანტაციები, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი“, რომელიც გულისხმობს ჩაის რეაბილიტაციას... დღეს ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და გავენარებული, გატყევებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად იჯარით მიიღოს. ფაქტობრივად მთელი სარეაბილიტაციო თანხა, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამა „ქართული ჩაის“ მონაწილეები სახელმწიფოსგან 70%-იან თანადაფინანსებას იღებენ, მაგრამ პლანტაციის აღდგენისთვის მაქსიმუმ 2,5 ათას ლარს ერთ კვადრატულ მეტრზე.
კოოპერატივების თანადაფინანსება უფრო მეტს – ღირებულების 90%-ს შეადგენს, მაგრამ ის არ აღემატება 3 ათას ლარს კვადრატულ მეტრზე. ამასთან, სახელმწიფოსგან იჯარით აღებული პლანტაციის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები და 300 ჰექტარზე მეტი.
სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ სამუშაოებს: პლანტაციების გაწმენდა, ხვნა, სადრენაჟო სისტემების დამონტაჟება, მიწის დამუშავება რიგებს შორის და სასუქის მიწოდება პირველ წელს.