ყურის ბიბილოზე ჩანს, გემუქრებათ თუ არა გულის იშემიური დაავადება – მეცნიერები

© Pixabay / naturalherbsclinicტკივილის შეგრძნება
ტკივილის შეგრძნება  - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გამოწერა
კვლევით დადგინდა, რომ გულის იშემიური დაავადების რისკი უფრო მაღალი იყო მათ შემთხვევაში, ვისაც ყურზე ეს ნიშანი ჰქონდა.
თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. გულის იშემიური დაავადება — ფრიად სახიფათო დაავადებაა, რომელიც არტერიული სისხლით გულის კუნთის მომარაგების შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში იჩენს თავს და ბევრ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება. თუმცა არსებობს ნიშანი, რომელიც შეიძლება დაავადების წინასწარი მაცნე იყოს, ნათქვამია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
როგორც კვლევიდან ირკვევა, საუბარია ყურის ბიბილოზე არსებულ დიაგონალურ ნაკეცებზე, რაც ფრენკის ნიშნის სახელითაცაა ცნობილი.
​ბრიტანელმა სწავლულებმა 558 ადამიანზე (402 მამაკაცი და 156 ქალი) ჩაატარეს კვლევა, რომელთა ასაკი 36-დან 91 წლამდე მერყეობდა. ყველა მათგანს კორონარული ანგიოგრაფია ჰქონდა ჩატარებული.
გოგონა გამოყოფილი ენით - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
მიაქციეთ ყურადღება! საშიში დაავადების სამი ადრეული ნიშანი ენაზე
აღმოჩნდა, რომ ორმხრივი დიაგონალური ნაკეცები ყურის ბიბილოებზე ყველაზე ხშირად აღენიშნებოდათ მამაკაცებს, ხანდაზმულ ადამიანებსა და აგრეთვე მათ, ვისაც კორონარული არტერიის მძიმე ათეროსკლეროზი ჰქონდა.  
კვლევის პროცესში გაირკვა, რომ გულის იშემიური დაავადების რისკი უფრო მაღალი იყო მათ შემთხვევაში, ვისაც ყურზე ფრენკის ცალმხრივი ან ორმხრივი ნიშანი ჰქონდა.
„კვლევამ აჩვენა, რომ ორმხრივი დიაგონალური ნაკეცები ყურის ბიბილოებზე არის გულის იშემიური დაავადების გამოვლენის მარტივი მეთოდი“, — აცხადებენ მეცნიერები.
ცხიმოვანი ღვიძლი: „მდუმარე“ დაავადების ოთხი ნიშანი ხელებზე – ბრიტანელი ექიმების რჩევა
თუმცა, მათი თქმით, ყურის ბიბილოსა და გულის იშემიურ დაავადებას შორის ამგვარი კავშირის ზუსტი მექანიზმი ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის და შემდგომ კვლევას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0