დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 აგვისტო

© Sputnik / Goga Vardzieliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 19 აგვისტოა, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ვარსკვლავები მოთმინებისა და შრომისმოყვარეობისკენ განგვაწყობენ. კარგი დღეა რუტინული სამუშაოსთვის. არ ღირს მნიშვნელოვანი საუბრების გამართვა – ურთიერთგაგებისა და კომპრომისის მოძებნა გართულდება. გარშემომყოფებთან დაკავშირებით არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 აგვისტო>>
ვერძი: სამუშაოდ უნდა განეწყოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. საჭიროა ყურადღების კონცენტრირება და დიდი ოდენობის საქმეებთან გამკლავება. ეს შეგიძლიათ, მაგრამ გარშემომყოფები ხელს გიშლიან და ყურადღებას გაფანტინებენ, მდგომარეობიდან გამოჰყავხართ. დაგეგმილის გასაკეთებლად დროებით მაინც უნდა განერიდოთ ხმაურსა და ქაოსს. მოძებნეთ წყნარი ადგილი, განმარტოვდით – ესაა საჭირო იმისთვის, რომ დღეს წარმატებით გაართვას საქმეებს თავი.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
კურო: დღეს გულწრფელი საუბარი გწადიათ, ჩვეულებრივი, ზედაპირული ლაპარაკი გაგაღიზიანებთ, შეიძლება განაწყენდეთ და დაპირისპირებაც მოხდეს. თუ რომელიმე ადამიანის უკეთ გაცნობა გინდათ, ვინც არ უნდა იყოს ის – საყვარელი ადამიანი, კოლეგა თუ პარტნიორი – ამისთვის ეს დღე საუკეთესოა. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის, რისკენ ისწრაფვის. ეს გახდება პირველი ნაბიჯი თქვენი განსაკუთრებული ურთიერთობების გზაზე.
ტყუპი: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დღე მთელი მონდომებით გაურბიხართ კონფლიქტებს, მაგრამ კონფლიქტები თვითონ პოულობენ თქვენკენ გზას. სადაც გამოჩნდებით, მოსალოდნელია დაპირისპირებები, წყენა არაფრის გამო. სინამდვილეში გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ. ზედმეტი ემოციურობის გამო ნაპერწკალიც საკმარისია, რომ „აენთოთ“. თუ არ გინდათ, რომ დღემ კამათსა და ჩხუბში ჩაიაროს, გარშემომყოფების პატარ–პატარა პროვოკაციებს მშვიდად უნდა შეხვდეთ.
კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩვენ, დღეს რამე გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არაფრის დამტკიცება არ გჭირდებათ არც საკუთარი თავის, არც სხვებისთვის.. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებულია, დანარჩენი კი მოიცდის. დაისვენეთ, მოდუნდით. თუ ერთ ადგილზე ვერ ჩერდებით, მაშინ რამე მარტივი საქმე გააკეთეთ, რომელიც არ წაგართმევთ დიდ ენერგიას და სულიერ ძალას. შეგიძლიათ სახლის საქმეებს მიხედოთ ან დიდი პროექტის რომელიმე ნაწილზე იმუშაოთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
ლომი: თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე დავა. ამაში დამნაშავე თავად თქვენ ხართ – ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუ მაინც აიძულებთ თავს, აქედან არაფერი კარგი არ გამოვა, რადგან თქვენს გაღიზიანებას ჩხუბის პროვოცირება შეუძლია. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. დღეს ყველაზე კარგად იმ საქმეებს გაართმევთ თავს, რომლებშიც დამოუკიდებლად მოქმედებთ.
ქალწული: დღეს მთელი არსებით ჩაწვდებით ფრაზის „ცხოვრება თეატრია“ აზრს – ამ სპექტაკლში მთავარ როლს თქვენ შეასრულებთ. შეგრძნება, რომ პროჟექტორებით განათებულ სცენაზე იმყოფებით, შეიძლება მთელი დღე გაგყვეთ და გაიძულოთ, შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულად იმოქმედოთ. უფრო მეტიც, მზად ხართ ტრაგიკული როლიც მოირგოთ, აგრძნობინოთ ირგვლივ მყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ ისინი. „ტრაგედია“ „კომედიად“ რომ არ გადაიქცეს, როლის შესრულებისას ზედმეტი არ მოგივიდეთ.
სასწორი: მშვიდი დღე გელოდებათ, სჯობს, ეს დრო სახლის საზრუნავს ან სამომავლო გეგმების დაწყობას მიუძღვნათ. დაალაგეთ სახლი, მოაწესრიგეთ და ამის პარალელურად, მოაწესრიგეთ თქვენი აზრებიც. არ გაწყენთ ბოლო დროს გაკეთებულის შეჯამება, შემდეგ კი გეგმების დაწყობაც შეიძლება. ყველანაირად უნდა აარიდოთ თავი ახლობლებთან დაპირისპირებას – სულ მკცირე წყენასაც კი მძიმე კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მორიელი: დღეს განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა შეგიპყრობთ, სურვილი, რომ სხვისი საიდუმლოებები გაიგოთ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაღელვებთ, რას გიმალავენ ირგვლივ მყოფი ადამიანები, ახლა მზად ხართ, დიდი ძალისხმევა გამოიჩინოთ, რომ ეს გაიგოთ. ზოგადად, ვითარება შეიძლება ისე განვითარდეს, რომ შემთხვევით გაიგოთ სხვისი საიდუმლო ან, არც ესაა გამორიცხული, საკუთარი წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ხალხს მოერიდოთ.
მშვილდოსანი: დღეს იძულებული იქნებით, რომ ფინანსურ საკითხებს მიხედოთ, მოაწესრიგოთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრობლემები გელოდებათ ფულთან დაკავშირებით. უბრალოდ, ვითარება თქვენგან ამ საკითხისადმი ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ პირად ბიუჯეტში გაერკვეთ, დაითვალოთ მოგება, შეადგინოთ უახლოესი დღეების ან კვირების ბიზნეს–გეგმა. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ეს თქვენს საქმეებს წაადგება.
თხის რქა: დღეს თქვენი შრომისუნარიანობა თქვენც კი გაგაკვირვებთ, რომ აღაფერი ვთქვათ თქვენს კოლეგებსა და ახლობელ ადამიანებზე. შეგწევთ ძალა, ნებისმიერი პრობლემის საფუძველს ჩაწვდეთ და მისი გადაწყვეტის უნივერსალური გზა მოძებნოთ. სამეცნიერო ძიებები, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას საჭიროებს, დღეს არნახულად კარგად გამოგივათ. პრობლემები გექნებათ განწყობასთან დაკავშირებით – გაღიზიანებული იქნებით, რისი საფუძველიც ხან გექნებათ და ხან – არა.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი აარიდოთ ზედმეტ ყურადღებას ადამიანების მხრიდან. არაა ის დღე, როდესაც თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა შეგიძლიათ, ამიტომ თუ შესაძლებელია, სჯობს, დაიცადოთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა მომავალი წარმატებებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. იმუშავეთ თქვენს პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები... როდესაც დადგება ყურადღების ცენტრში ყოფნის დრო, ყველას გაოცებას შეძლებთ.
თევზები: დილა განსაკუთრებით იღბლიანი იქნება თქვენთვის. თუ დროს არ დაკარგავთ, იმაზე მეტის საქმის გაკეთებას მოასწრებთ, ვიდრე დაგეგმილი გაქვთ. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები, ასევე მოულოდნელად თანხის მიღება. გამძაფრებული გექნებათ ინტუიცია, რომელიც ბევრი საკითხის გადაწყვეტის დროს სწორ გზას გიჩვენებთ. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, სტუმრების მისაღებად.  
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური