https://sputnik-georgia.com/20210818/sacxovrebeli-farTi-266-devnil-ojaxs-gadaecema-252615417.html
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T17:37+0400
2021-08-18T17:37+0400
2021-10-19T18:03+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340729_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_15f8e82b8932701194a3a7deef372f4e.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 266 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.აღნიშნული ოჯახები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოში მოქმედმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.მიმდინარე წელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ჯამში 1,5 ათასზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.ბინების მიღების პროცესიამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა.ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
https://sputnik-georgia.com/20210814/wyaltuboSi-420-devnil-ojaxs-binebi-uaxloes-momavalSi-gadaecema-252583754.html
https://sputnik-georgia.com/20210806/otxi-wlis-ganmavlobashi-13000-devnili-ojaxi-binas-miigebs-252518384.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/07/248340729_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0831d58981e2a4db1829dd08a3f315fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველო
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 266 დევნილ ოჯახს გადაეცემა
17:37 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 300 ათასამდე ადამიანს აქვს მინიჭებული.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 266 ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
აღნიშნული ოჯახები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოში მოქმედმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
მიმდინარე წელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ჯამში 1,5 ათასზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.
ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 286,8 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული. ესაა 90 ათასზე მეტი ოჯახი. სახელმწიფო ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ ბინებით, თუმცა ხალხს წლობით უწევს რიგში დგომა.
ბინისა თუ სახლის მისაღებად იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი, რის შემდეგაც სააგენტო მათი მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროების გათვალისწინებით დევნილებს 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.
ამის შემდეგ კომისია უშუალოდ ადგილზე სწავლობს თითოეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.