ხუთი მთავარი სინანული: რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ

© photo: Pixabay / Engin_Akyurtპაციენტი საავადმყოფოში
პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ბავშვობაში არავინ ფიქრობს სიკვდილზე. არც სიყმაწვილეში. მერე, როცა წლებიც გვემატება და საფიქრალიც, თანდათან უფრო და უფრო ხშირად გვახსენდება, რომ ერთ დღესაც ამ ქვეყნად არსებობის აღსასრული დადგება...
ამიტომაც ვცდილობთ, უფრო მეტ ჩანაფიქრს შევასხათ ხორცი, მეტ მიზანს მივაღწიოთ.
არანაირი სურვილი არ გვაქვს, სევდა-ნაღველი მოგგვაროთ და მწუხარებით აგავსოთ. პირიქით, გვსურს გითხრათ, რომ აუცილებელია დატკბეთ მიმდინარე მომენტით, სრულად შეიგრძნოთ სიცოცხლის სიტკბო და არ გადადოთ ხვალისთვის ის, რაც ძალიან გსურთ, რათა მერე სანანებლად არ დაგრჩეთ აღუსრულებელი ოცნება.
ლოცვა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2020
დადგინდა ექსპერიმენტით: წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის

ავსტრალიელი ექიმი ბრონი ვერი, რომელიც მომაკვდავ ავადმყოფებთან მუშაობს, ამბობს, რომ მისი პაციენტების უდიდესი ნაწილი სიცოცხლის ბოლო დღეებში განვლილ ცხოვრებას იხსენებს და ბევრ რამეს ნანობს. მათმა მონათხრობმა ისტორიებმა იმდენად ააღელვა ბრონი, რომ წიგნი დაწერა, რომელსაც „მომაკვდავთა ხუთი მთავარი სინანული“ უწოდა და რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა.
მაშ, რას ნანობენ უმთავრესად ადამიანები?
  • ვნანობ, რომ ცოტა ვიცხოვრე საკუთარი თავისთვის
ბრონის თქმით, ეს პირველია ყველა იმ სინანულს შორის, რომელიც სიკვდილის წინ ჩნდება. ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად სწორედ ამაზე წუხან თურმე ადამიანები.
ამიტომ ნუ გაიხდით საქმეს სანანებლად, იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის, მეტი დრო დაუთმეთ სურვილების შესრულებას. ნუ დაელოდებით ვინმეს ნებართვას – თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენი საქმეა.
  • ვნანობ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობდი
ბრონი ვერის თქმით, ეს ფრაზა ძალიან ხშირად ესმოდა პაციენტებისგან. რა თქმა უნდა, ისინი კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ შრომის საფასურად გარკვეულ სტატუსსა და მდგომარეობას მიაღწიეს, ქონებაც დააგროვეს და კომფორტშიც იცხოვრეს, მაგრამ სიკვდილის წინ ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცოტა იყო. ისინი ისაკლისებდნენ ყველაზე მთავარს – სიყვარულსა და ემოციებს, რომლებიც, წესით, სხვა ადამიანებისგან უნდა მიეღოთ, მაგრამ ბევრი საქმის გამო ურთიერთობებისთვის ვერ იცლიდნენ.
  • ვნანობ, რომ გრძნობებს ვმალავდი
ეს ფრაზა მესამეა მომაკვდავებში პოპულარობის მიხედვით. ადამიანები ნანობენ იმას, რომ ვინმეს რომ არ სწყენოდა, გრძნობებს გასაქანს არ აძლევდნენ და ამით, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეში იზღუდავდნენ თავს, ჯანმრთელობის პრობლემებსაც იქმნიდნენ – ფიზიკურსაც და ფსიქიკურსაც.
ამიტომ თქვით რასაც ფიქრობთ! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამის შემდეგ ვინმეს დაკარგავთ, ურთიერთობას შეწყვეტთ. თორემ მერე ხშირადაც ინერვიულებთ უთქმელ სიტყვებზე და ბევრსაც ინანებთ სიცოცხლის დასასრულ.
  • ვნანობ, რომ სხვების აზრს ყურადღებას ვაქცევდი
დაიმახსოვრეთ: სხვები ნამდვილად არ ფიქრობენ თქვენზე იმდენს, რამდენიც თქვენ წარმოგიდგენიათ! ამიტომ საერთოდ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება. იმ „სხვებს“ თავიანთი საფიქრალ-საზრუნავიც ბლომად აქვთ და თქვენი პრობლემა ერთი-ორჯერ წაჭორავების შემდეგ აუცილებლად გადაავიწყდებათ.
ამიტომ იცხოვრეთ ისე, როგორც თავად მიგაჩნიათ საჭიროდ. მთავარია, თავად იგრძნოთ თავი ბედნიერად, დანარჩენი კი მნიშვნელოვანი არ არის. 
  • ვნანობ, რომ ცხოვრებას მოცემულობად ვიღებდი
ბევრი იღებს ცხოვრებას მოცემულობად და, შესაბამისად, ბევრი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს. არადა, ეს ასე ნამდვილად არ არის. ყველაფერი ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს და თავდაყირა დადგეს. ამიტომ მადლობა უთხარით ზენაარსს ჰაერისთვის, რომლითაც სუნთქავთ, მზისთვის, რომელიც გათბობთ, წყლისთვის, რომელიც გარწყულებთ...
და იცხოვრეთ მთელი სისავსითა და მადლიერებით!
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური