მამუკა მდინარაძე Sinopharm-ით აიცრა

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამოწერა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის დიდი ცენტრები გაიხსნა, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი სეუს ტერიტორიაზე გაიხსნა, სადაც დღეს მამუკა მდინარაძე აიცრა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში მამუკა მდინარაძესთან ერთად მისი მეუღლე ნათია კუნჭულიაც აიცრა.
მდინარაძემ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„​თუ ჩემს ძალიან მცირე წვლილს შევიტან იმაში, რომ ვაქცინაციის ცენტრების პოპულარიზაცია მოხდეს, და ადამიანებს დავარწმუნებ, რომ რაც შეიძლება მეტნი უნდა აიცრან, ეს მხოლოდ კარგი იქნება. ამით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ვაქცინაციის ცენტრი Hualing Plaza–ში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
გამყრელიძე: აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი ჩვენთვის იქნება კრიტიკული
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 857.056 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში კი 25.241 ადამიანი აიცრა.
 
ყველა ახალი ამბავი
0