თაღლითობა სოციალური ქსელის მეშვეობით – დაკავებულია 25 წლის მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
მამაკაცი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილიდან ამერიკაში ერთ-ერთ ემიგრანტს დაუკავშირდა და მოტყუებით საკუთარ ანგარიშზე 300 დოლარი ჩაარიცხვინა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალგაზრდამ 2020 წლის დეკემბერში კანადაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის სახელით სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაარეგისტრირა მომხმარებლის ყალბი პროფილი, რის შემდეგაც დაიმატა მეგობრები და მათგან ერთ-ერთს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მისწერა, თითქოს მის შვილს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც საქართველოში სასწრაფოდ უნდა გადაეგზავნა 300 აშშ დოლარი.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
ემიგრანტებს ათასობით ლარი მოტყუებით გადმოარიცხინეს: პროკურატურამ ბრალი 6 პირს წარუდგინა
შეტყობინების მიმღებმა „ფეისბუქ“-მეგობარმა ჩათვალა, რომ რეალურად კომუნიკაცია ჰქონდა მის ნათესავთან, რის გამოც იმავე დღეს სწრაფი გზავნილების საერთაშორისო სისტემის მეშვეობით აშშ-დან საქართველოში ახალგაზრდა მამაკაცის სახელზე გამოგზავნა თანხა 300 დოლარის ოდენობით. ბრალდებულმა აღნიშნული თანხა გაანაღდა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფილიალიდან, რითიც გამომგზავნს მიადგა ზიანი.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური