https://sputnik-georgia.com/20210818/RaribaSvili-saakaSvilis-dabrunebaze-252615614.html
„გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია და ციხე“ – პრემიერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე
„გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია და ციხე“ – პრემიერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. 18.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-18T17:56+0400
2021-08-18T17:56+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251976367_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_65b6cafe68c6d262bd20d855304fe7b0.jpg
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის კომფორტული იქნება ქართულ ციხეში ყოფნა, მას ჰალსტუხების დიდ კოლექციას დავახვედრებთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე.2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობს და ჰალსტუხს ნერვულად ღეჭავს. ეს კადრი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ხმაურიანი განხილვის საგანი გახდა.სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია გააჩაღა. ერთ-ერთ ბოლო პოსტში ის ღარიბაშვილსა და მის პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებას დაჰპირდა.„არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული. კაცი ცხრა წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი, გავიდა მოქალაქეობიდან და აიღო უკრაინის მოქალაქეობა“, – აღნიშნა პრემიერმა.სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.
https://sputnik-georgia.com/20210603/zalkaliani-saqarTvelo-ar-miscems-saakaSvils-uflebas-Cerios-adgilobriv-arCevnebSi-251925326.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251976367_21:0:1160:854_1920x0_80_0_0_6f7cd4c6eb5df645ac424297fb13575e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
„გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია და ციხე“ – პრემიერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე
17:56 18.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის კომფორტული იქნება ქართულ ციხეში ყოფნა, მას ჰალსტუხების დიდ კოლექციას დავახვედრებთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობს და ჰალსტუხს ნერვულად ღეჭავს. ეს კადრი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, ხმაურიანი განხილვის საგანი გახდა.
„ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია, მეგობრებო, და თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“, – განაცხადა პრემიერმა.
სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში კამპანია გააჩაღა. ერთ-ერთ ბოლო პოსტში ის ღარიბაშვილსა და მის პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებას დაჰპირდა.
„არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას სააკაშვილის სახით, რომელიც ახლა დევნილად არის ქცეული. კაცი ცხრა წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი, გავიდა მოქალაქეობიდან და აიღო უკრაინის მოქალაქეობა“, – აღნიშნა პრემიერმა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.