სოფელ სამებასთან ბოლო ერთ საათში ორი მიწისძვრა მოხდა

© AP Photo / Marco Ugarteსეისმოგრაფი და სეისმოლოგები
სეისმოგრაფი და სეისმოლოგები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
სოფელ სამებასთან დღეს მიწისძვრა უკვე მეოთხედ მოხდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქალაქ დმანისიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,6 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:44 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 5 კილომეტრ სიღრმეში იყო. ბოლო ერთ საათში სოფელ სამებასთან ეს უკვე მეორე მიწისძვრაა – 14:15 საათზე 3,2 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები
დღეს აღნიშნულ ლოკაციაზე ეს უკვე მეოთხე მიწისძვრაა. პირველად ამ ადგილზე მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 02:47 საათზე, მეორედ კი 09:43 საათზე დაფიქსირდა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0