https://sputnik-georgia.com/20210817/sofel-samebasTan-dRes-ukve-mexuTe-miwisZvra-moxda-252608655.html
სოფელ სამებასთან დღეს უკვე მეხუთე მიწისძვრა მოხდა
სოფელ სამებასთან დღეს უკვე მეხუთე მიწისძვრა მოხდა
Sputnik საქართველო
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T19:52+0400
2021-08-17T19:52+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23240/88/232408813_0:71:1600:971_1920x0_80_0_0_c4073673df6c52eb1c23d762e053a7ae.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 6 კილომეტრ სიღრმეში იყო. დღეს სოფელ სამებასთან ეს უკვე მეხუთე მიწისძვრაა – 02:47, 09:43, 14:15 და 14:44 საათზე 3, 3,9, 3,2 და 3,3 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.
https://sputnik-georgia.com/20210816/miwisZvrebis-seria-ras-amboben-specialistebi-252596185.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23240/88/232408813_106:0:1494:1041_1920x0_80_0_0_2a7058550eba0dc3dfcb62e703616acc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
სოფელ სამებასთან დღეს უკვე მეხუთე მიწისძვრა მოხდა
19:52 17.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქალაქ დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, იუწყება
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:06 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 6 კილომეტრ სიღრმეში იყო. დღეს სოფელ სამებასთან ეს უკვე მეხუთე მიწისძვრაა – 02:47, 09:43, 14:15 და 14:44 საათზე 3, 3,9, 3,2 და 3,3 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება, ხოლო აგვისტოს დასაწყისიდან – თითქმის ყოველდღე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სოფელ სამებასთან ხშირი მიწისქვეშა ბიძგები ყურადღებას საჭიროებს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი", გახშირებული მიწისძვრები ყურადღებამისაქცევია. სპეციალისტები უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.