მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს

© AP Photo / UWE LEINზურაბ ზვიადაური
ზურაბ ზვიადაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული  ყოფილი სპორტსმენი და პოლიტიკოსი ზურაბ ზვიადაური ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და საქართველოს  პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, რომელიც  წინანდალში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, დუმილის უფლებას იყენებს, განაცხადა მისმა ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ.
კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
მკვლელობა კახეთში გახსნილია: დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაური
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ.
კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ცნობილი გახდა კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები
„მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე ინფორმაცია შემდგომ შეიძლება, გამოყენებული იყოს დაცვის მხარის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბრალის წარდგენა ხვალ მოხდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0