ამირან გამყრელიძე: რესტორნებში მონიტორინგი განსაკუთრებით გამკაცრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
რესტორნებისა და სამასპინძლო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა – უფრო მეტად გამოიყენონ ღია ტიპის სივრცეები, აღნიშნა გამყრელიძემ.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო გახდა>>
მისი თქმით, განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდება ასევე აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო საათების დასრულების დრო.
„განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში როგორც მუშაობის დასრულების მიმართულებით, ისე შიდა სივრცეებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აგრეთვე გამკაცრდება მონიტორინგი პირბადის ტარების წესზე, ვაქცინაცია კი კვლავ პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მიმართულებად რჩება.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამყრელიძე: დღეს დადებითობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო მაისის პიკის დროს
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.
ბოლო დრომდე კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იყო აკრძალული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0