https://sputnik-georgia.com/20210817/gamyreliZe-monitoringi-restornebSi-ufro-gamkacrdeba-252603599.html
ამირან გამყრელიძე: რესტორნებში მონიტორინგი განსაკუთრებით გამკაცრდება
ამირან გამყრელიძე: რესტორნებში მონიტორინგი განსაკუთრებით გამკაცრდება
Sputnik საქართველო
რესტორნებისა და სამასპინძლო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა – უფრო მეტად გამოიყენონ ღია ტიპის სივრცეები, აღნიშნა გამყრელიძემ. 17.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-17T13:27+0400
2021-08-17T13:27+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/07/251095261_0:1:3072:1739_1920x0_80_0_0_f291b713c001dae61236122e22adb952.jpg
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.პირბადის ტარება ღია სივრცეში კვლავ სავალდებულო გახდა>>მისი თქმით, განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდება ასევე აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო საათების დასრულების დრო.მისი თქმით, აგრეთვე გამკაცრდება მონიტორინგი პირბადის ტარების წესზე, ვაქცინაცია კი კვლავ პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მიმართულებად რჩება.საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.ბოლო დრომდე კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იყო აკრძალული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
https://sputnik-georgia.com/20210817/gamyreliZe-dadebiTobis-maCvenebeli-maRalia-252603310.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/07/251095261_0:0:3072:1930_1920x0_80_0_0_5da75e447517119ce7958b9186e49390.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ამირან გამყრელიძე: რესტორნებში მონიტორინგი განსაკუთრებით გამკაცრდება
13:27 17.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) რესტორნებისა და სამასპინძლო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაა – უფრო მეტად გამოიყენონ ღია ტიპის სივრცეები, აღნიშნა გამყრელიძემ.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, განსაკუთრებით მკაცრად გაკონტროლდება ასევე აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო საათების დასრულების დრო.
„განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში როგორც მუშაობის დასრულების მიმართულებით, ისე შიდა სივრცეებში. აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აგრეთვე გამკაცრდება მონიტორინგი პირბადის ტარების წესზე, ვაქცინაცია კი კვლავ პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მიმართულებად რჩება.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.
ბოლო დრომდე კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში იყო აკრძალული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.