დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს ხვალიდან მიიღებს

© photo: Sputnikსაველე ჰოსპიტალი კოვიდ–პაციენტებისთვის
საველე ჰოსპიტალი კოვიდ–პაციენტებისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
გამოწერა
საქართველოში უკვე ეწყობა მეორე საველე ჰოსპიტალიც. დამძიმებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კლინიკებში პაციენტების ადგილები აღარ არის.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტებს ხვალიდან მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით მოეწყო
დიღომში, ოლიმპიური სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე 500 კოვიდ-პაციენტზე გათვლილ საველე ჰოსპიტალში მობილიზებულია საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სამედიცინო აპარატურა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე ტელეარხთან საუბრისას აცხადებს, რომ საველე ჰოსპიტლებში სამედიცინო პერსონალი გამოცდილი კადრებითაა დაკომპლექტებული.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ კოვიდ-რეგულაციების დაუცველობის შემთხვევაში შესაძლოა საველე ჰოსპიტლების არსებობაც არ იყოს საკმარისი.
„რეალობა ის არის, რომ საველე ჰოსპიტლებზე გადავედით. რამდენად გვეყოფა ეს ჰოსპიტლები, ვერ გეტყვით, და რამდენად გვეყოფა სამედიცინო პერსონალი ამ ჰოსპიტლებისთვის. ამიტომ რაც შეიძლება მკაცრად დავიცვათ რეგულაციები, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ძალიან სწრაფად ავიცრათ“, – აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2021
ტიკარაძე: საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 54 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასამდე პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 44 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 1.429 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 323 პირი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0