„ვინ იფიქრებდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო“: ტრაგედია კესარია აბრამიძის ოჯახში

© Photo: Kesaria Abramidze / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ტრანსგენდერ მოდელს კესარია აბრამიძეს მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ აბრამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, კესარიას მამა გულის პრობლემებს ემსხვერპლა. მოდელს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს სოციალურ ქსელში და წუხილს გამოთქვამენ მომხდარის გამო:
· კესო როგორ ვინერვიულე. მაგას ვინ იფიქრებდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. როგორ მატკინა გული...
· როგორ მეწყინა და რამდენი ვიტირე. ძალიან დამწყვიტა გული რამდენი კარგი მახსოვს მისგან და რამდენი კარგი მოგონება დამიტოვა. აცხონოს უფალმა მისი სული. ძალიან განვიცდით ყველა...
· ძალიან მიყვარდა. უბოროტო და საოცრად ყურადღებიანი ადამიანი იყო. ყოველთვის მემახსოვრება, – წერენ მეგობრები კესარიას...
კესარია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მეგობრული ოჯახი და მშობლები ჰყავდა, თუმცა ყოველთვის ცოტას საუბრობდა მამაზე. ის ძალიან ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ულამაზესი დედის ფოტოებს, მაგრამ მამის ფოტო არასოდეს გამოუქვეყნებია.
„ოჯახის წევრები ძალიან მგულშემატკივრობდნენ. აეროპორტში მამაჩემმა დამირეკა და სტიმული მომცა. დედა და ჩემი და ნერვიულობდნენ. ჩემი ბოიფრენდიც ღელავდა და დიდ ძალას მაძლევდა“, – ამბობდა კესარია ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ის ბარსელონიდან ჩამოვიდა, სადაც ტრანსგენდერების სილამაზის საერთაშორისო კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავში” მიიღო მონაწილეობა.
კესომ მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს თანაგრძობისთვის, მისი მწუხარების გაზიარებისთვის და აღნიშნა, რომ მამის დაკარგვა დიდი ტკივილია.
ყველა ახალი ამბავი
0