კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა პირბადით
ახალგაზრდა პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 484.254-ს მიაღწია.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.676 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 958 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 538, იმერეთი – 319, კახეთი – 297, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 161, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 80, გურია – 77, სამცხე-ჯავახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 425.651-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 30 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.436-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52.141 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.986 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.176, აჭარაში – 931, იმერეთში – 1.007.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
COVID-19 საქართველოში – 16 აგვისტოს მონაცემები
1.421 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 303 პირი, მათგან თბილისში – 198, აჭარაში – 18, იმერეთში – 20. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.463 ადამიანი, მათ შორის 1.619 – თბილისში, 1.298 – აჭარაში. 41.692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47.500 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 24.018, აჭარაში – 6.968, იმერეთში – 4.986.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 484.254-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0