COVID-19 საქართველოში – 16 აგვისტოს მონაცემები

© Pixabay / photo: Pixabay / fernandozhiminaicelaტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 425.651 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.436. სულ ჩატარებულია 806.681 აცრა, ერთ დღეში აცრილია 14.784 ადამიანი.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 484.254-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 425.651 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.119), გარდაიცვალა – 6.436 (ბოლო 24 საათში – 30), კარანტინის რეჟიმშია 76, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.986 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.463 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.730 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.637, PCR–ტესტით – 12.093.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,47%, ბოლო 7 დღის – 11,09%.
სულ ჩატარებულია 806.681 აცრა, ერთ დღეში აცრილია 14.784 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0