თუ ექიმი აცრაზე უარს გეუბნებათ: ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს

© AP Photo / Eranga Jayawardenaვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა ამავე დროს პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ზოგიერთ საეჭვო შემთხვევაში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს და უწყება მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში მიზეზის დაფიქსირება მოითხოვოს წერილობითი ფორმით, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად გაგზავნოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე regagency@moh.gov.ge, ან მიიტანოს ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
როცა ექიმი აცრის რეკომენდაციას არ გაძლევთ: იმნაძის რჩევა
„განცხადების დაფიქსირების შემდეგ რეგულირების სააგენტო შეისწავლის, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემაც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვონ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს. ასევე გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა>>
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა დაამარცხებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 806.681 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 238.871 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური