https://sputnik-georgia.com/20210813/imnaZe-roca-eqimi-acris-rekomendacias-ar-gaZlevT-252574023.html
როცა ექიმი აცრის რეკომენდაციას არ გაძლევთ: იმნაძის რჩევა
როცა ექიმი აცრის რეკომენდაციას არ გაძლევთ: იმნაძის რჩევა
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T15:39+0400
2021-08-13T15:39+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715756_0:308:3076:2047_1920x0_80_0_0_d12103c3b17c3739b3092bf08751b9da.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მოგცათ, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვეთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.„ვირუსის „გაბოროტება“ არ შეინიშნება, მაგრამ უფრო გადამდები გახდა“ - ინტერვიუ პროფესორთან>>ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით დასვა კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როდესაც მას ექიმი ალერგიულობის გამო აცრის ჩატარებას არ ურჩევს.როგორც იმნაძე განმარტავს, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ყოველი 50-ე, მე-60 ადამიანი ინფიცირებულია და ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. ჯანდაცვის სისტემა ამას ჯერჯერობით უძლებს, მაგრამ „ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს".„დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს – ერთდროულად ინფიცირებულია 50 ათასი ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი არის 10%, ეს იმას ნიშნავს, რომ 20-25 პროცენტით მეტია იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია", – განაცხადა იმნაძემ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს. ასევე გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა დაამარცხებს.
https://sputnik-georgia.com/20210813/imnaZe-delta-Stami-gaciebas-hgavs-252573605.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715756_0:114:3076:2047_1920x0_80_0_0_c612b9aaaca8f7cdefbb959e21cbe560.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
როცა ექიმი აცრის რეკომენდაციას არ გაძლევთ: იმნაძის რჩევა
15:39 13.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მოგცათ, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვეთ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კონკრეტულ შემთხვევაზე დაყრდნობით დასვა კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როდესაც მას ექიმი ალერგიულობის გამო აცრის ჩატარებას არ ურჩევს.
როგორც იმნაძე განმარტავს, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.
„ჩაუწეროს ექიმმა – რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ – რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და შესაძლებელი იქნება რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ყოველი 50-ე, მე-60 ადამიანი ინფიცირებულია და ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს. ჯანდაცვის სისტემა ამას ჯერჯერობით უძლებს, მაგრამ „ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს".
„დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს – ერთდროულად ინფიცირებულია 50 ათასი ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი არის 10%, ეს იმას ნიშნავს, რომ 20-25 პროცენტით მეტია იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია", – განაცხადა იმნაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს. ასევე გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა დაამარცხებს.