https://sputnik-georgia.com/20210813/imnaZe-delta-Stami-gaciebas-hgavs-252573605.html
იმნაძე: „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ამიტომ მაშინვე ჩაიტარეთ ტესტი
იმნაძე: „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ამიტომ მაშინვე ჩაიტარეთ ტესტი
Sputnik საქართველო
დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T14:50+0400
2021-08-13T14:50+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441155_0:0:1025:577_1920x0_80_0_0_bc37005b03b96fe7441973fd57ce5927.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ყველას, ვისაც გაციების სიმპტომები ექნება, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი განმარტებით, „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული სხვა შტამები.„ძალიან მძიმე ორი კვირა გველის“: ივანე ჩხაიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე>>პაატა იმნაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბევრი კოვიდ-ინციფირებულიც არ იცავს წესებს, დადის გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებს ინფექციას.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების თქმით, „დელტა“, ანუ ინდური შტამი უფრო გადამდებია და ძალიან სწრაფად ვრცელდება.მძიმე ეპიდვითარების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
https://sputnik-georgia.com/20210813/interviu-profesor-severinovTan-koronavirusi-19-252572785.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441155_27:0:936:682_1920x0_80_0_0_6c66a2af378a075dd660c5ca2bdd51f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
იმნაძე: „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ამიტომ მაშინვე ჩაიტარეთ ტესტი
14:50 13.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ყველას, ვისაც გაციების სიმპტომები ექნება, ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი განმარტებით, „დელტა“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული სხვა შტამები.
პაატა იმნაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბევრი კოვიდ-ინციფირებულიც არ იცავს წესებს, დადის გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებს ინფექციას.
„სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. ასევე მოერიდეთ ირგვლივ მყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იმნაძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი მაღალია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების თქმით, „დელტა“, ანუ ინდური შტამი უფრო გადამდებია და ძალიან სწრაფად ვრცელდება.
მძიმე ეპიდვითარების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.