ჰანდე ერჩელი თურქეთიდან მიემგზავრება: რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი

© Photo: You Knock My Door / FB ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი
ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
თურქული სერიალი Sen Çal Kapımı – „ჩემს კარზე დააკაკუნე“ დასასრულს უახლოვდება. სერიალს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
სერიალის მოქმედება ორი ჯიუტი, მაგრამ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის გარშემო ტრიალებს.
© courtesy of You Knock My Doorჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი
ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი
სერიალის მთავარი გმირები ბევრისთვის საყვარელი თურქი მსახიობები ჰანდე ერჩელი (ედა) და ქერემ ბურსინი (სერქანი) არიან. როგორც რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, წყვილს გადასაღებ მოედანზე ერთმანეთი შეუყვარდა და ახლა ერთად არიან. მათ ეს ფაქტი თავად დაადასტურეს. ამბობენ, რომ თავს ერთად ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი სიყვარულის გარშემო დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა და ჭორები.
თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი სულ ახლახან დაინიშნა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა და ქერემი და ჰანდე ამაზე არ საუბრობენ. ისინი ხშირად მართავენ საოჯახო საღამოებს მშობლებთან ერთად და ბევრს მოგზაურობენ ეგზოტიკურ ქვეყნებში. ამის ამსახველ ფოტომასალას კი სოციალურ ქსელში ათავსებენ.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Kerem Bürsin (@thebursin)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერიალი დასასრულს უახლოვდება, ფინალური სერია 8 სექტემბერს გავა ტელეეკრანებზე. ამ ფაქტმა ერთგულ მაყურებელს ძალიან დასწყვიტა გული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი სერიალის დამთავრების შემდეგ ახალ პროექტში კვლავ ერთად მიიღებენ მონაწილეობას და მაყურებელი მათ სასცენო წყვილს ისევ იხილავს.
„ასეთი შემოთავაზება ჯერჯერობით არ გვქონია. რა თქმა უნდა, თუ შემოგვთავაზებენ, ჩვენ კვლავ დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ ერთად“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჰანდემ.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Kerem Bürsin (@thebursin)

თუმცა, როგორც თურქული საინფორმაციო პორტალი www.sacitaslan.com ავრცელებს ინფორმაციას, ჰანდემ მიიღო გადაწყვეტილება და სერიალის დასრულების შემდეგ ქერემთან ერთად სამი თვით გაემგზავრება ლოს-ანჯელესში, სადაც გაივლის ტრენინგ-კურსებს სამსახიობო ხელოვნების მიმართულებით და უკეთ შეისწავლის ინგლისურ ენას.
მსახიობი და მოდელი ჰანდე ერჩელი წარმოშობით ბანდირმიდანაა. დაიბადა 1993 წლის 24 ნოემბერს. ჰანდეს მამა დღეს ვაჭრობითაა დაკავებული, დედა კი 2019 წელს გარდაეცვალა. ჰყავს უფროსი და გამზე ერჩელი. მსახიობი მანამდე ურთიერთობაში იყო მომღერალ მურათ დალქილიჩთან.
19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად ის მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“. შემდეგში მსახიობს წარმატება მოუტანა სერიალებმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილები“.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Hande Erçel (@handemiyy)

ჰანდეს თავის დროზე წონის პრობლემები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც უკვე არაერთ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა ამჟამად საოცარ ფორმაშია. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ცდილობს გამუდმებით აკონტროლოს კვების რაციონი და საერთოდ გამორიცხოს ის საკვები, რომელიც ასუქებს. როგორც მსახიობმა განაცხადა, წონაში უსწრაფესად იმატებს, ამიტომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sen Çal Kapımı (@sencalkapimi)

რაც შეეხება ქერემ ბურსინს, ის დაიბადა 1987 წლის 4 ივნისს სტამბულში. 1999 წლიდან მშობლებთან და დასთან ერთად ტეხასში გადავიდა საცხოვრებლად. სწავლობდა ემერსონის კოლეჯში. ასევე დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი. სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა თურქეთში, რაც ბევრს უკვირდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქერემი ამბობს: „ჩემი საუკეთესო მეგობარი ნიუ-იორკში მოტოციკლით ავარიაში მოხვდა და გარდაიცვალა. ის ძმასავით იყო ჩემთვის. წარმოუდგენელ სიცარიელეში აღმოვჩნდი. ამ მტკივნეული შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება შემეცვალა. თურქეთი ისედაც გონებაში მქონდა. როცა ამერიკაში მეკითხებოდნენ – ქერემ, თურქი ხარ? რა გააკეთე აქამდე თურქეთში? პასუხი არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე თურქეთში დაბრუნება“.
Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Sen Çal Kapımı (@sencalkapimi)

მსახიობმა თავის დამკვიდრება სამშობლოში სცადა და ეს მოახერხა კიდეც. ქერემს დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა „მზის მოლოდინში“, სადაც მან კოლეჯის ყველაზე პოპულარული და აბეზარი ბიჭის როლი მოირგო და მილიონობით თინეიჯერის გულიც დაიპყრო. რამდენიმე წლის წინ ქერემს რომანი ჰქონდა ცნობილ თურქ მსახიობ სერენაი სარაკაისთან. ეს ურთიერთობა დიდ ყურადღებას იპყრობდა თურქეთში და ბევრს საუბრობდნენ ამაზე. მათი სიყვარულის ისტორია ბრენდ „მავის” სარეკლამო გადაღებებზე დაიწყო, თუმცა საბოლოოდ წყვილი დაშორდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0