https://sputnik-georgia.com/20210816/gamovlindnen-gacvliT-rezidenciaSi-gamarjvebuli-mwerlebi-252599207.html
გამოვლინდნენ გაცვლით რეზიდენციაში გამარჯვებული მწერლები
გამოვლინდნენ გაცვლით რეზიდენციაში გამარჯვებული მწერლები
Sputnik საქართველო
სამი ქართველი მწერალი ახალ მხატვრულ ნაწარმოებებზე სამუშაოდ ორი კვირით ესპანეთსა და უკრაინაში გაემგზავრება 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T21:58+0400
2021-08-16T21:58+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24251/48/242514816_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_74a6cc79df6e16bb5f6713a8e07509cb.jpg
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ცნობილი გახდა ლიტერატურული რეზიდენციების გამარჯვებულთა ვინაობა - ესაა მწერლების გაცვლითი პროგრამა, რომელსაც პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და „მწერალთა სახლი“ ატარებს.პროგრამის ფარგლებში ორი ქართველი ავტორი - თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი გაემგზავრება ლა-კორუნიაში (ესპანეთი), ხოლო მწერალი ნანა აბულაძე თავის ახალ ნაწარმოებზე იმუშავებს ლვოვში (უკრაინა).გარდა ამისა, აბულაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ლვოვის წიგნის ფორუმი“, რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება. თავის მხრივ, „მწერალთა სახლი“ თბილისში ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.თავდაპირველად ესპანეთში უნდა წასულიყო ერთი ქართველი ავტორი, მაგრამ ლა-კორუნიაში მიმღები რეზიდენციის ინიციატივით პროგრამაში ერთის ნაცვლად ორი ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას. თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი ლა-კორუნიაში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ. ლვოვშიც პროგრამა ორ კვირაზეა გათვლილი - 1-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში.გაცვლითი რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება ივლისის ბოლოს დაიწყო. კონკურსში მიიღებოდა განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ. ავტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო: სამწერლო გამოცდილება, ტექსტის ხარისხი და სამოტივაციო წერილი.
https://sputnik-georgia.com/20210518/anastasia-xatiaSvilis-wigno-saukeTeso-rac-ar-gamaCnia-251760809.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24251/48/242514816_223:334:1484:1280_1920x0_80_0_0_7ffaefb0365ad88c8489b611121109ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
გამოვლინდნენ გაცვლით რეზიდენციაში გამარჯვებული მწერლები
21:58 16.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) სამი ქართველი მწერალი ახალ მხატვრულ ნაწარმოებებზე სამუშაოდ ორი კვირით ესპანეთსა და უკრაინაში გაემგზავრება
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ცნობილი გახდა ლიტერატურული რეზიდენციების გამარჯვებულთა
ვინაობა - ესაა მწერლების გაცვლითი პროგრამა, რომელსაც პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და „მწერალთა სახლი“ ატარებს.
პროგრამის ფარგლებში ორი ქართველი ავტორი - თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი გაემგზავრება ლა-კორუნიაში (ესპანეთი), ხოლო მწერალი ნანა აბულაძე თავის ახალ ნაწარმოებზე იმუშავებს ლვოვში (უკრაინა).
გარდა ამისა, აბულაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ლვოვის წიგნის ფორუმი“, რომელიც 15-19 სექტემბერს გაიმართება. თავის მხრივ, „მწერალთა სახლი“ თბილისში ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.
თავდაპირველად ესპანეთში უნდა წასულიყო ერთი ქართველი ავტორი, მაგრამ ლა-კორუნიაში მიმღები რეზიდენციის ინიციატივით პროგრამაში ერთის ნაცვლად ორი ქართველი ავტორი მიიღებს მონაწილეობას. თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი ლა-კორუნიაში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ. ლვოვშიც პროგრამა ორ კვირაზეა გათვლილი - 1-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში.
გაცვლითი რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება ივლისის ბოლოს დაიწყო. კონკურსში მიიღებოდა განაცხადები ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ ლიტერატურულ ტექსტზე სამუშაოდ. ავტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო: სამწერლო გამოცდილება, ტექსტის ხარისხი და სამოტივაციო წერილი.