თბილისში გამოიცა ანასტასია ხატიაშვილის რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“

© photo: Sputnikანასტასია ხატიაშვილის წიგნი
ანასტასია ხატიაშვილის წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
ფსიქოლოგიური ტრილერი მისტიკის ელემენტებით მოგვითხრობს ორი ქართველი ახალგაზრდის ისტორიას, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და გაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ქართველი მწერლისა და „Sputnik–საქართველოს“ ავტორის ანასტასია ხატიაშვილის სადებიუტო რომანის „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ (Лучшее, чего у меня нет) პრეზენტაცია, რომელიც დედაქალაქის გამომცემლობა „კალმოსანში“ დაიბეჭდა, „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში 19 მაისს გაიმართება.

„საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი და 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისი Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა.

გოგონა წიგნის ელექტრონულ ვერსიას კითხულობს - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ანასტასია ხატიაშვილის რომანი რუსეთში თებერვლის საუკეთესო წიგნების ხუთეულში შევიდა

„ესაა ორი ქართველი ახალგაზრდის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და გაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა. მისტიკა გადაჯაჭვულია ქართულ მითოლოგიასთან, მეგობრობა - სიყვარულთან, ინგრევა სტერეოტიპები ერთგულებისა და ღალატის, სიკეთისა და ეგოიზმის შესახებ, როდესაც ფსონზეა საყვარელი ადამიანების უკანასკნელი ამოსუნთქვა უსასრულო არარსებობის დადგომამდე“, – ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.

ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემიის „დებიუტი“ ლონგ-ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.

 

ყველა ახალი ამბავი
0