https://sputnik-georgia.com/20210816/aSraf-Ranis-adgilsamyofeli-ucnobia-252591154.html
სად იმყოფება აშრაფ ღანი: ტაჯიკეთი და ყაზახეთი განმარტავენ
სად იმყოფება აშრაფ ღანი: ტაჯიკეთი და ყაზახეთი განმარტავენ
Sputnik საქართველო
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის თვითმფრინავი ქაბულიდან ტაჯიკეთისკენ გაფრინდა. 16.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-16T10:12+0400
2021-08-16T10:12+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252591117_0:92:2806:1679_1920x0_80_0_0_f700cb5023afd2ed0edd5984dac1c596.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ექს-პრეზიდენტ აშრაფ ღანის თვითმფრინავი არ შესულა ტაჯიკეთის საჰაერო სივრცეში და არ დამჯდარა ქვეყნის ტერიტორიაზე, ნათქვამია ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.აშრაფ ღანის თვითმფრინავი არ დამჯდარა არც ყაზახეთში, რის შესახებაც სააგენტო РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა აცნობა.„აშრაფ ღანი ყაზახეთში არ იმყოფება“, — თქვა მან სატელეფონო საუბრისას.ავღანეთის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რათა სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან, ქვეყანა გუშინ, კვირას დატოვა მას შემდეგ, რაც რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ დედაქალაქ ქაბულს მიადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა კურსი ტაჯიკეთისკენ აიღო. მიმდინარე წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთის ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა და ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ამის შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ შეტევები წამოიწყო ქვეყნის დიდ ქალაქებზე. კვირას ბოევიკები დედაქალაქ ქაბულში უომრად შევიდნენ და სახელმწიფო დაწესებულებები დაიკავეს. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“.არა მარტო თალიბები: პოლიტოფისში განმარტეს, ვინ შევა ავღანეთის ახალ მთავრობაში>>„თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივად აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210815/avganetis-prezidentma-tanamdeboba-datova-da-qveynidan-gaiqca-video-252589770.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/10/252591117_0:4:2806:1767_1920x0_80_0_0_f2e84c9e2bc2c05e742f8cea57c585fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
სად იმყოფება აშრაფ ღანი: ტაჯიკეთი და ყაზახეთი განმარტავენ
10:12 16.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის თვითმფრინავი ქაბულიდან ტაჯიკეთისკენ გაფრინდა.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ექს-პრეზიდენტ აშრაფ ღანის თვითმფრინავი არ შესულა ტაჯიკეთის საჰაერო სივრცეში და არ დამჯდარა ქვეყნის ტერიტორიაზე, ნათქვამია ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტაჯიკეთის მხარეს არ მიუღია შესაბამისი მოთხოვნა ავღანური მხარისგან“, — წერია დოკუმენტში.
აშრაფ ღანის თვითმფრინავი არ დამჯდარა არც ყაზახეთში, რის შესახებაც სააგენტო РИА Новости-ს ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა აცნობა.
„აშრაფ ღანი ყაზახეთში არ იმყოფება“, — თქვა მან სატელეფონო საუბრისას.
ავღანეთის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, რათა სისხლისღვრა აეცილებინა თავიდან, ქვეყანა გუშინ, კვირას დატოვა მას შემდეგ, რაც რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ დედაქალაქ ქაბულს მიადგა. გავრცელებული ინფორმაციით, მისმა თვითმფრინავმა კურსი ტაჯიკეთისკენ აიღო.
მიმდინარე წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეთის ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა და ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. ამის შემდეგ რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ შეტევები წამოიწყო ქვეყნის დიდ ქალაქებზე. კვირას ბოევიკები დედაქალაქ ქაბულში უომრად შევიდნენ და სახელმწიფო დაწესებულებები დაიკავეს. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“.
„თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივად აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.