არა მარტო თალიბები: პოლიტოფისში განმარტეს, ვინ შევა ავღანეთის ახალ მთავრობაში

© AFP 2024 / Stringerთალიბი ბოევიკი გერათში
თალიბი ბოევიკი გერათში  - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
როგორც მანამდე განაცხადა „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, მათ აბსოლუტური ხელისუფლების მიღება სურთ და არ ეთანხმებიან გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას.
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ „თალიბანის“ წევრები არ შევლენ, განაცხადა ტელეარხ CNN-ის ეთერში კატარში თალიბების პოლიტოფისის წარმომადგენელმა სუჰეილ შაჰინმა.
„როცა ავღანეთის ინკლუზიურ ისლამურ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ავღანელებიც იქნებიან მთავრობის ნაწილი“, — აღნიშნა შაჰინმა.
მისი განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, წინა მთავრობის რომელი წევრები შევლენ ახალ მთავრობაში, თუმცა „თალიბებს სურთ, რომ ხელისუფლებაში ზოგი კარგად ცნობილი მოღვაწეც“ აღმოჩნდეს.
ავღანეთის პრეზიდენტმა დაკავებული პოზიცია დატოვა და გაიქცა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
ავღანეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა - ვიდეო
გარდა ამისა, შაჰინმა აღნიშნა, რომ ყველა იმ სამხედროსა და პოლიციელს, რომლებიც იარაღს დადებენ და თალიბებს შეუერთდებიან, პატიება და უსაფრთხოება გარანტირებული აქვთ. მათი სახელები შევა სპეციალურ ჩამონათვალში, გამწესდებიან სარეზერვო ძალებში და სამსახურში გაიწვევენ აუცილებლობისა და საჭიროების კვალდაკვალ.    
მანამდე „თალიბანის“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ხელმძღვანელმა ბრიტანულ Times-ს განუცხადა, რომ აბსოლუტური ხელისუფლების მიღება სურთ და არ ეთანხმებიან გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში კვირას შევიდა. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, რათა, როგორც თავად განაცხადა, „ხოცვა-ჟლეტა არ დაეშვა“. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“.
ყველა ახალი ამბავი
0