„შეაჩერე COVID-19, აიცერი!“ – ელჩები საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

© photo : press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
გამოწერა
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაცია, პირბადის ტარება და დაწესებული შეზღუდვების დაცვა დაამარცხებს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.
ვაქცინაციის შესახებ მოწოდებას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები უერთდებიან.
ვაქცინაციის ერთ–ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ტიკარაძე: მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში ამოქმედდება
„შეაჩერე COVID-19, აიცერი! აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები საქართველოში მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, აიცრან საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 806.681 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 238.871 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0