„ნახევარ დღეში ფეხზე დამაყენეს“: ლელა წურწუმიამ თაყვანისმცემლებს მიმართა

© Photo: KaKhi Mamulashvili / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
გამოწერა
მომღერლის განცხადებით, სწორედ აცრამ განაპირობა ის, რომ ადვილად დაემორჩილა მკურნალობას და ექიმებმა ნახევარ დღეში მისი ფეხზე დაყენება შეძლეს
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, თავს ნორმალურად გრძნობს. ამის შესახებ მომღერალმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას თავად განაცხადა.
ლელა წურწუმია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს მისმა მეუღლემ, კახა მამულაშვილმა მიიყვანა. როგორც „მამულიჩამ“ დღეს აღნიშნა, ლელას 12 აგვისტოს ყელი ასტკივდა და „პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს“.
„ნორმალურად ვარ, საკმაოდ მძიმედ შემოვედი, იმიტომ, რომ ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან. ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, - განაცხადა მომღერალმა.
ლელა წურწუმია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით 26 მაისს აიცრა. მისი მეუღლე კახა მამულაშვილი წერდა, რომ მთელი ოჯახი და ასევე ბენდის წევრებიც აცრილები არიან.
ლელა წურწუმიას თქმით, სწორედ აცრამ განაპირობა ის, რომ მას მალევე მოეხსნა უჰაერობა და ის ფეხზე დადგა.
„ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გააადვილა ის, რომ ძალიან ადვილად დავექვემდებარე მკურნალობას და, ფაქტობრივად, ნახევარ დღეში ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ადამიანებმა“, - გამოტყდა ლელა.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კლინიკის ექიმებს, გენერალურ დირექტორ ლევან რატიანს და მის გუნდს.
ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
მე თვითონ მივიყვანე:„მამულიჩა“ ლელას დაინფიცირების კავშირს კონცერტთან კატეგორიულად უარყოფს
გუშინ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ლელა წურწუმია ჟანგბადდამოკიდებულია, თავს მხნედ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას დაინფიცირება 7 აგვისტოს ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება, რაც დღეს ლელა წურწუმიას მეუღლემ კატეგორიულად უარყო.
ყველა ახალი ამბავი
0