https://sputnik-georgia.com/20210815/lagodexSi-stiqiiT-miyenebul-zarals-iTvlian-252587455.html
ლაგოდეხში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
ლაგოდეხში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები. 15.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-15T15:00+0400
2021-08-15T15:00+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23117/86/231178658_0:60:1200:739_1920x0_80_0_0_d87094c5b3bbfde9e31541ad1c133b19.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შაბათს ქალაქის ცალკეული უბნები და მიმდებარე სოფლები დააზიანა, იუწყება ლაგოდეხის მერია.სტიქიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.უწყების ცნობით, პირველივე წუთიდან სტიქიის ზონაში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.„ამ ეტაპზე გვაქვს ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა, სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება ელექტროენერგიის მოწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა „რუსტავი 2“-ის ეთერში.რაც შეეხება დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, რა სახით მოხდება ის, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალური კომისია მუშაობას დაასრულებს.
https://sputnik-georgia.com/20210812/amindi-gauaresdeba-252567855.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23117/86/231178658_0:22:1200:777_1920x0_80_0_0_43484deff02f9178863a17133412e886.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
ლაგოდეხში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
15:00 15.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შაბათს ქალაქის ცალკეული უბნები და მიმდებარე სოფლები დააზიანა, იუწყება
ლაგოდეხის მერია. სტიქიის შედეგად მოგლეჯილია გარე განათების ბოძები და ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.
უწყების ცნობით, პირველივე წუთიდან სტიქიის ზონაში მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
„ამ ეტაპზე გვაქვს ქალაქის გარკვეულ ნაწილში ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა, სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში სრულად აღდგება ელექტროენერგიის მოწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა „რუსტავი 2“-ის ეთერში.
რაც შეეხება დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, რა სახით მოხდება ის, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალური კომისია მუშაობას დაასრულებს.