უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

© photo: Sputnik / Stringerქარი და წვიმა ბათუმში
ქარი და წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
მომდევნო დღეებში, 13-15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში წვიმა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ასევე ზღვაზე ღელვას ვარაუდობენ.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, მოსალოდნელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აგვისტოს დღის ბოლოდან 15 აგვისტოს დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია ასევე სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსები ასევე ზღვაზე 2-3 ბალიან ღელვას ვარაუდობენ.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0