https://sputnik-georgia.com/20210815/ekomigranti-ojaxebisTvis-sacxovrebeli-saxlebis-SesaZenad-gamoyofili-Tanxebi-gaizarda-252589617.html
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად გამოყოფილი თანხები გაიზარდა
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად გამოყოფილი თანხები გაიზარდა
Sputnik საქართველო
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს. 15.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-15T21:12+0400
2021-08-15T21:12+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250223_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_761f1feff36f04b314b0b8c0853b518b.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე კიდევ უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მემორანდუმი გააფორმეს.ცვლილებების თანახმად, რომელიც დოკუმენტში მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, გაიზარდა სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთობლივი მუშაობის შედეგად 800-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-მდე ოჯახს კი საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა.უწყების ათწლიანი გეგმის „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ პრეზენტაციაზე ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტად მომდევნო ათი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა კეთილდღეობა დაასახელა. გეგმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული პირები კი უსაფრთხო ადგილებზე განსახლდებიან.
https://sputnik-georgia.com/20210616/devnilebs-qutaissa-da-zugdidshi-binebi-gadaecat-252040939.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/08/252250223_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_44369b28b04c4b1d27a8cd20ff67df57.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად გამოყოფილი თანხები გაიზარდა
21:12 15.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე კიდევ უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მემორანდუმი
გააფორმეს.
ცვლილებების თანახმად, რომელიც დოკუმენტში მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა, გაიზარდა სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთობლივი მუშაობის შედეგად 800-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-მდე ოჯახს კი საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა.
უწყების ათწლიანი გეგმის „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემო 2030“ პრეზენტაციაზე ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტად მომდევნო ათი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა კეთილდღეობა დაასახელა. გეგმის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული პირები კი უსაფრთხო ადგილებზე განსახლდებიან.