https://sputnik-georgia.com/20210814/tokio0s-olimoiadis-qarTveli-medalosnebi-saxelmwifosgan-fulad-jildoebs-miiReben-252583798.html
ტოკიოს ოლიმპიადის ქართველი მედალოსნები სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ
ტოკიოს ოლიმპიადის ქართველი მედალოსნები სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ
Sputnik საქართველო
მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობა დააჯილდოებდა ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსან სპორტსმენებს - 1 მილიონი ლარით. 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T21:24+0400
2021-08-14T21:24+0400
2021-08-14T23:05+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252538097_18:0:3641:2048_1920x0_80_0_0_565afdf258285de24620def4be87e644.jpg
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ქართული დელეგაციიდან ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი სპორტსმენები საჩუქრად 500.000 და 250.000 ლარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობა სპორტსმენებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალს აიღებდნენ, 1 მილიონ ლარს გადასცემდა.დღეს მთავრობის მეთაურმა ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა.„ჩვენო საამაყო გმირებო, მე ასე მოგმართავთ, თქვენ მართლაც საოცარი შედეგი დადეთ, რომელიც მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმებს, მწვრთნელებსა და დელეგაციის თითოეულ მწვრთნელს გაწეული შრომისთვის.სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდ-შვიდი მედალი მოიპოვა.
https://sputnik-georgia.com/20210812/madliba-gaweuli-SromisTvis-saqarTvelos-olimpiuri-nakrebis-mTavar-eqims-bina-aCuqes-252568387.html
https://sputnik-georgia.com/20210807/siurprizi-beqaurs-premiris-gadawyvetileba-252528736.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252538097_352:0:3611:2048_1920x0_80_0_0_54a47b088858452df06c026b907a4f09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
ტოკიოს ოლიმპიადის ქართველი მედალოსნები სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოებს მიიღებენ
21:24 14.08.2021 (განახლებულია: 23:05 14.08.2021) მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობა დააჯილდოებდა ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსან სპორტსმენებს - 1 მილიონი ლარით.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. ქართული დელეგაციიდან ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი სპორტსმენები საჩუქრად 500.000 და 250.000 ლარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მანამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობა სპორტსმენებს, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალს აიღებდნენ, 1 მილიონ ლარს გადასცემდა.
დღეს მთავრობის მეთაურმა ოლიმპიადის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა.
„ჩვენო საამაყო გმირებო, მე ასე მოგმართავთ, თქვენ მართლაც საოცარი შედეგი დადეთ, რომელიც მართლაც ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმებს, მწვრთნელებსა და დელეგაციის თითოეულ მწვრთნელს გაწეული შრომისთვის.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო-დე-ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდ-შვიდი მედალი მოიპოვა.