სიურპრიზი ლაშა ბექაურს: რა აცნობა პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ ჩემპიონს

© photo: press-service of Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო. ქართველი ფალავანი ოლიმპიურ ოქროს მედალს ფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან გამარჯვებით დაეუფლა.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი აშენდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
„ემიგრანტ ბებიას და დეიდას ჩამოვიყვან“ – რაში დახარჯავს მილიონ ლარს ლაშა ბექაური
დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელ არხილოსკალოში ჩემპიონთან ერთად ჩავიდა.
„ეს არის უდიდესი სიხარული ჩვენი ქვეყნის, მთელი ერის და განსაკუთრებით, აი, ამ რაიონის მცხოვრებლებისთვის. მინდა, ლაშას, ამ გმირ კაცს, კიდევ ერთხელ მივულოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება. ეს არის ჩვენი სიამაყე. დღეს მე ლაშას ვაცნობე, რომ მისი სახელობის ახალი დარბაზი აშენდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტოკიოს ოლიმპიადის მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებმა თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ).
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აჩუქა ბინა თავის სტუდენტს - ოლიმპიურ ჩემპიონს>>
მანამდე საქართველოს ხელისუფლება თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადის ოქროს მოიპოვებს, 1 მილიონ ლარს შეპირდა.
ყველა ახალი ამბავი
0