https://sputnik-georgia.com/20210814/saqarTvelos-da-belarusis-usafrTxoebis-samsaxurebi-TanamSromlobas-iwyeben-252583686.html
საქართველოს და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობას იწყებენ
საქართველოს და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობას იწყებენ
Sputnik საქართველო
მხარეებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთის მონაცემთა ბაზებთან წვდომა ექნებათ და საჭიროების შემთვევაში უშიშროების ორგანოების თანამშრომლების შორის... 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T20:02+0400
2021-08-14T20:02+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/59/246685918_0:92:3000:1789_1920x0_80_0_0_ea91f031b01b49b19141e477bada817c.jpg
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. შაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა (სუს) და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის ამოქმედდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რიგ საკითხებში უწყებების ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2016 წლის 25 მარტს მოაწერეს.შეთანხმების ტექსტის მიხედვით, მხარეები, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით და საკუთარი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, საერთაშორისო უშიშროების რიგ საკითხში ითანამშრომლებენ.კერძოდ, უწყებებს შორის თანამშრომლობა იქნება გამოხატული ინფორმაციის გაცვლაში და მხარდაჭერაში ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება დანაშაულს საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, საერთაშორისო კრიმინალს, ტერორიზმსა და კიბერტერორიზმს, ასევე იარაღის, რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებას.გარდა ამისა, მხარეებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ექნებათ წვდომა ერთმანეთის მონაცემთა ბაზებზე.უშიშროების სამსახურები საჭიროების შემთხვევაში თავიანთ წარმომადგენლებს შეთანხმების ხელმომწერ ქვეყანაში საკონსულტაციოდ მიავლენენ.
https://sputnik-georgia.com/20210513/irakli-sesiaSvili-premieris-mrCeveli-gaxda-251718826.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24668/59/246685918_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_2f2b1276b14cbc8b2e397eb7a5f85afc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საქართველოს და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობას იწყებენ
20:02 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მხარეებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთის მონაცემთა ბაზებთან წვდომა ექნებათ და საჭიროების შემთვევაში უშიშროების ორგანოების თანამშრომლების შორის კონსულტაციების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. შაბათს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა (სუს) და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის ამოქმედდა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რიგ საკითხებში უწყებების ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.
მხარეებმა შეთანხმებას ხელი 2016 წლის 25 მარტს მოაწერეს.
შეთანხმების ტექსტის მიხედვით, მხარეები, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით და საკუთარი ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, საერთაშორისო უშიშროების რიგ საკითხში ითანამშრომლებენ.
კერძოდ, უწყებებს შორის თანამშრომლობა იქნება გამოხატული ინფორმაციის გაცვლაში და მხარდაჭერაში ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება დანაშაულს საკონსტიტუციო წყობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, საერთაშორისო კრიმინალს, ტერორიზმსა და კიბერტერორიზმს, ასევე იარაღის, რადიოაქტიური ნივთიერებებისა თუ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, საიდუმლო ინფორმაციის გახმაურებას.
გარდა ამისა, მხარეებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ექნებათ წვდომა ერთმანეთის მონაცემთა ბაზებზე.
უშიშროების სამსახურები საჭიროების შემთხვევაში თავიანთ წარმომადგენლებს შეთანხმების ხელმომწერ ქვეყანაში საკონსულტაციოდ მიავლენენ.