ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა

© photo: Irakli Sesiashvili / FBირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

  • ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უშიშროება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე აკადემიურ სფეროში. ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უშიშროების კვლევის ინსტიტუტის უშიშროების კვლევის მაგისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0