როდის გამოიღებს შედეგს დაწესებული შეზღუდვები - ტიკარაძის პროგნოზი

© photo : press-service of the Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან აამოქმედა ახალი შეზღუდვები, რომლებიც 4 სექტემბრამდე გასტანს.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ლაბორატორია, სადაც ტესტირება მიმდინარეობს - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
კორონავირუსზე PCR და ანტიგენ-ტესტები შესაძლოა ფასიანი გახდეს
საქართველოში 14 აგვისტოდან ამოქმედდა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე.
„ვთვლით, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროა გარკვეული პერიოდი - დაახლოებით 2 კვირა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის აღსაკვეთად ხელისუფლებამ 14 აგვისტოდან რამდენიმე შეზღუდვა დააწესა:
  • შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • სრულად აიკრძალა ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების ჩატარება;
  • აიკრძალა ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
შეზღუდვები 4 სექტემბრამდე გასტანს.
ყველა ახალი ამბავი
0