https://sputnik-georgia.com/20210812/koronavirusze-PCR-da-swrafi-antigen-testi-SesaZloa-fasiani-gaxdes-252568964.html
კორონავირუსზე PCR და ანტიგენ-ტესტები შესაძლოა ფასიანი გახდეს
კორონავირუსზე PCR და ანტიგენ-ტესტები შესაძლოა ფასიანი გახდეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება აიცრან უფასოდ, ამიტომ სახელმწიფო აღარ არის ვალდებული PCR -კვლევისა და ანტიგენის ტესტების ხარჯი დაფაროს, განმარტავს... 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T21:18+0400
2021-08-12T21:18+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323984_0:222:3227:2047_1920x0_80_0_0_fd154a4572722840a716b5030348de91.jpg
თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. კორონავირუსზე PCR-ტესტის და ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლოა ფასიანი გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით უახლოეს მომავალში შესაძლოა გარკვეულ დაწესებულებებში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა აიკრძალოს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ვაქცინაციას უფასოდ სთავაზობს, ის ვალდებული აღარ არის ტესტირებების ხარჯი აანაზღაუროს.მისივე განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება შევიდეს ძალაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი იქნება ვაქცინირებული.„ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთხელ აცრილი ადამიანიც შევიდეს ასეთ დახურულ შენობაში, ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე, ან თუ ის აცრილი არ არის, მას ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული PCR-ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 715.912 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 218.167 ადამიანი. 11 აგვისტოს კი დაფიქსირდა ვაქცინაციის მორიგი რეკორდი - ერთ დღე-ღამეში 25.933 ადამიანი აიცრა.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.
https://sputnik-georgia.com/20210812/saqarTvelos-sauniversiteto-sivrceebSi-masobrivi-baqcinaciis-centrebi-ixsneba-252568509.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0f/252323984_0:18:3227:2047_1920x0_80_0_0_0479e42fa500686c99ca3417ca4e8b84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კორონავირუსზე PCR და ანტიგენ-ტესტები შესაძლოა ფასიანი გახდეს
21:18 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება აიცრან უფასოდ, ამიტომ სახელმწიფო აღარ არის ვალდებული PCR -კვლევისა და ანტიგენის ტესტების ხარჯი დაფაროს, განმარტავს გამყრელიძე.
თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. კორონავირუსზე PCR-ტესტის და ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლოა ფასიანი გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივით უახლოეს მომავალში შესაძლოა გარკვეულ დაწესებულებებში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა აიკრძალოს. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მოსახლეობას ვაქცინაციას უფასოდ სთავაზობს, ის ვალდებული აღარ არის ტესტირებების ხარჯი აანაზღაუროს.
„სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ უფასოდ აიცრან. მაგრამ თუ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში წასვლა, მაშინ კეთილი ვინებოთ და უკვე ჩვენი ხარჯით ან ჩვენი დამსაქმებლის ხარჯით გადავიხადოთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება შევიდეს ძალაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი იქნება ვაქცინირებული.
„ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთხელ აცრილი ადამიანიც შევიდეს ასეთ დახურულ შენობაში, ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე, ან თუ ის აცრილი არ არის, მას ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული PCR-ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 715.912 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 218.167 ადამიანი. 11 აგვისტოს კი დაფიქსირდა ვაქცინაციის მორიგი რეკორდი - ერთ დღე-ღამეში 25.933 ადამიანი აიცრა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელმა 5 ათასს გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.601 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღეში 5.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 466.326-ს მიაღწია.