კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.579-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 477.264-ს მიაღწია.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.579 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.355 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 746, იმერეთი – 667, კახეთი – 418, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 364, შიდა ქართლი – 345, ქვემო ქართლი – 281, გურია – 133, მცხეთა-მთიანეთი - 125, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41. 
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ერთჯერადი ჭიქები, დისტანცია და პირბადე: საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 417.013-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 50 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.371 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.854 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.835 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.106, იმერეთში – 968, აჭარაში – 913.
1.398 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 300 პირი, მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 19, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.457 ადამიანი, მათ შორის 1.609 – თბილისში, 1.298 - აჭარაში. 43.562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 43.600 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21.458,  აჭარაში – 6.129, იმერეთში – 4.518.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.579-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 477.264-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0