https://sputnik-georgia.com/20210813/kovidregulaciebi-saqartvelos-eklesiebshi-252576203.html
ერთჯერადი ჭიქები, დისტანცია და პირბადე: საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს
ერთჯერადი ჭიქები, დისტანცია და პირბადე: საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს
Sputnik საქართველო
დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T20:25+0400
2021-08-13T20:25+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/19/247121946_0:142:3000:1830_1920x0_80_0_0_92bda2a919231ee1015106155e57ce23.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ეპიდვითარებიდან გამომდინარე საქართველოს საპატრიარქო ეკლესია-მონასტრებს მიმართავს – მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.„14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები", – ნათქვამია განცხადებაში. საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.მძიმე ეპიდვითარების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
https://sputnik-georgia.com/20210810/sapatriarqoSi-uaryves-informacia-13-agvistos-ilia-meoris-vaqcinaciis-Sesaxeb-252552684.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24712/19/247121946_186:0:2814:1971_1920x0_80_0_0_45bd128d2529922982b15a18b4687472.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, საქართველო
ერთჯერადი ჭიქები, დისტანცია და პირბადე: საქართველოს საპატრიარქო ეკლესიებს მიმართავს
20:25 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ეპიდვითარებიდან გამომდინარე საქართველოს საპატრიარქო ეკლესია-მონასტრებს მიმართავს – მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა.
„14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნას დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებული იქნას ერთჯერადი ჭიქები", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
მძიმე ეპიდვითარების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.