დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო

ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 14 აგვისტოა, შაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
კარგი დღეა რთული და მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ჩვეულებრივ თავქარიანი და უყურადღებო ადამიანებიც კი დღეს სერიოზული არიან და მხედველობიდან არაფერი ეპარებათ. წარმატების მიღწევა უფრო ადვილი იქნება გუნდთან ერთად მოქმედების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ დაისვენოთ, რადგან გადაღლილობის გამო შეიძლება განწყობა გაგიფუჭდეთ ან გაღიზიანდეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აგვისტო>>
ვერძი: დღე საკმაოდ სასიამოვნოდ დაიწყება. ბევრ რამეს, მათ შორის, რთულ საქმეებსაც კარგად გაართმევთ თავს. დაგეხმარებიან გარშემომყოფები. გაგახარებთ მეგობრული შეხვედრები. მოსალოდნელია კარგი სიახლეების გაგება. მოგვიანებით რაღაც ყოფითი საკითხების გადაჭრაშეიძლება მოგიწიოთ. ამას, დიდი ალბათობით, ენთუზიაზმით არ მოეკიდებით, მაგრამ გასაკეთებელს მაინც კარგად გაართმევთ თავს. მოსალოდნელია მცირე ოდენობის თანხის მიღება.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით და მთელი დღის განმავლობაში არაფერი მოხდება ისეთი, რომ ეს განწყობა შეგეცვალოთ. ზოგიერთი თქვენგანი შესანიშნავ სიახლეს გაიგებს. გექნებათ რაღაც გაუგებრობების გამო დაკარგული ურთიერთობების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, რაღაც სასწრაფო საქმის გამო დაგეგმილის გადადება მოგიწიოთ. ეს არ გაგახარებთ, მაგრამ გაღიზიანებისთვის სერიოზული მიზეზი არ გექნებათ.
ტყუპი: მშვიდი და ხელსაყრელი დღე გელოდებათ, როდესაც შესაძლებელია როგორც გეგმების დაწყობა, ისე ჩანაფიქრის რეალიზება. ადვილად და სწრაფად გაერკვევით რთულ სიტუაციებში, მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. შესაძლოა, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. თუ ეს სამუშაოს ან ფინანსებს ეხება, პასუხის გაცემა არ იჩქაროთ – ჯერ კარგად დაფიქრდით. გელოდებათ საინტერესო საუბრები, რომლის დროსაც რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება შეიტყოთ.
კირჩხიბი: რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები არ გელოდებათ, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო დღე იქნება. საჩქარო საქმე არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ მშვიდად მიხედოთ იმ საკითხებს, რომლებიც ადრე გადადეთ და ახლა უკვე დროა, რომ გადაწყვიტოთ. იღბლიანი იქნება საყიდლებზე წასვლა იმ შემთხვევაშიც, თუ წინასწარ არ გაქვთ დაგეგმილი. საღამოს გაგახარებთ კარგი ინფორმაცია ან შეხვედრა მონატრებულ ადამიანთან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2018
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
ლომი: დღის პირველ ნახევარში უსიამოვნო და დაძაბული მომენტებია მოსალოდნელი. გაგანაწყენებთ ის, რომ საქმეები ისე არ მიდის, როგორც ელოდებოდით. მოგიწევთ გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება. მაგრამ არ ინერვიულოთ – მალე მიხვდებით, რომ ყველაფერი კარგად მიდის. შეგიძლიათ რამე ძველ იდეას დაუბრუნდეთ, რადგან ახლა მისი განხორციელების შანსი მაღალია. საღამო კარგი პერიოდია იმ ადამიანთან შესახვედრად, ვისაც გინდათ, რომ მოეწონოთ – მასზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა არ გაგიჭირდებათ.
ქალწული: თავი გააკონტროლეთ – მხოლოდ ასე შეძლებთ, რომ დღემ ნაყოფიერად ჩაიაროს, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და კამათი, ასევე სწრაფად გაუმკლავდეთ საქმეებს. ბევრი თქვენგანი მიხვდება, როგორ გადაჭრას რთული ფინანსური საკითხები, ზოგი იპოვის შემოსავლის ახალ წყაროს. გაგახარებთ ნათესავებთან შეხვედრა, ოჯახურ წრეში დროის გატარება, რამე წვეულების მოწყობა.
სასწორი: დიდი სურვილი გაქვთ, რომ დღე სასიამოვნოდ და სადღესასწაულო გარემოში გაატაროთ, მაგრამ არც მნიშვნელოვანი საქმეები უნდა დაივიწყოთ. არშეიძლება სიზარმაცე, ცდუნებებზე აყოლა. ამის გამო განწყობა გაგიფუჭდებათ თქვენცა და თქვენ ირგვლივ მყოფებსაც. არასასურველია აჩქარება რამის ყიდვის დროს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო გაატარეთ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან – ეს უამრავ პოზიტივს მოგიტანთ.
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში
მორიელი: მოერიდეთ კამათს – დღეს ის არაფერში გჭირდებათ. ადვილად კარგავთ წონასწორობას – თუ ვინმე რამეში არ გეთანხმებათ, ადვილად გამოდიხართ მდგომარეობიდან და შეიძლება რამე ზედმეტი წამოგცდეთ. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ როგორც ძველი საქმეების დასრულება, ისე ახლის დაწყება. ყველაფერი მშვენივრად გამოგივათ. არის ალბათობა, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ,რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ.
მშვილდოსანი: მშფოთვარე დღეა. ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს, მწვავედ რეაგირებთ უმნიშვნელო მოვლენებზე, გაღიზიანებთ რაღაც გაუგებრობები, რომლებზეც სხვა დროს, უბრალოდ, გაიღიმებდით. განცდებისგან თავის დაღწევა საქმიანობით შეგიძლიათ – გააკეთეთ სასარგებლო რამ როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა როგორც დასვენების, ისე თქვენთვის საინტერესო საქმიანობისთვის.
თხის რქა: დღე შესანიშნავად წარიმართება, თუ დილიდან რამე სისულელეს არ ჩაიდენთ. არ აჰყვეთ ემოციებს, არ გაცხარდეთ წვრილმანებზე და მოერიდეთ კამათს. დაფიქრებული ნაბიჯებით მიზანს მალე მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი დროა. შეარჩიეთ საქმე სურვილის მიხედვით და იმოქმედეთ. საღამო ხელსაყრელი დროა გეგმების დასაწყობად. იოცნებეთ და ბევრი ოცნება აგიხდებათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
მერწყული: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას ყველასთან. არ არის გამორიცხული რომანტიკული გატაცება. წამიერი სიმპათია შეიძლება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს, თუ ენდობით საკუთარ გულს. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებთ. შესაძლოა, მიხვიდეთ დასკვნებამდე, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. არაა გამორიცხული, რომ ამის წყალობით ბევრ რამეს სხვა კუთხით შეხედოთ.
თევზები: ადამიანებს მშვენივრად ეწყობით, მათი ერთის სიტყვითაც გესმით. ინტუიცია გკარნახობთ, რა უდევთ გულში ახალ ნაცნობებს. კარგი დროა ახლობლებთან სამომავლო გეგმების განხილვისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი ვიზიტები, სასიამოვნო შეხვედრები. არცთუ ხელსაყრელი დღეა მასშტაბური და რთული საქმეებისთვის, ასევე ახალი წამოწყებებისთვის. სჯობს, უკვე დაწყებულ საქმეებს მიხედოთ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური