https://sputnik-georgia.com/20210814/baTumsa-da-qobuleTSi-saswrafo-samedicino-daxmarebis-centrebis-avtoparki-ganaxlda-252581761.html
ბათუმსა და ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი განახლდა
ბათუმსა და ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი განახლდა
Sputnik საქართველო
მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებზეა მორგებული, რაც მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო... 14.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-14T14:30+0400
2021-08-14T14:30+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249654294_0:0:3358:1890_1920x0_80_0_0_f5fb86b2471a63df4873740395c35262.jpg
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონულ სამსახურს 8 ერთეული Mercedes-ის მარკის ავტომობილი გადაეცა, იუწყება „პირველი არხი“.გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილი. ხოლო, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.ავტომანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა, ხოლო ბათუმის რაიონულ სამსახურს ისინი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა. სპეცმანქანები გადაეცა ასევე ქობულეთის რაიონულ სამსახურსაც.მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.მისივე თქმით, მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.ბოლო ერთ წელიწადში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ამასთან საქართველოში სულ 264 კლინიკა და სამედიცინო ცენტრია.საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
https://sputnik-georgia.com/20210813/tikaraZe-sawolfondis-problemebze-252574134.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249654294_327:0:3056:2047_1920x0_80_0_0_af43a29e019df47605f3f2e5cfbef339.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ბათუმსა და ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკი განახლდა
14:30 14.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებზეა მორგებული, რაც მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონულ სამსახურს 8 ერთეული Mercedes-ის მარკის ავტომობილი გადაეცა, იუწყება „პირველი არხი“.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაა დაგეგმილი. ხოლო, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.
ავტომანქანები ჯანდაცვის სამინისტრომ შეისყიდა, ხოლო ბათუმის რაიონულ სამსახურს ისინი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა. სპეცმანქანები გადაეცა ასევე ქობულეთის რაიონულ სამსახურსაც.
მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურების გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.
„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ეს მანქანები არის უმაღლესი ხარისხის, ჯერ საქართველოში მსგავსი აღჭურვილობის სასწრაფოს ავტომანქანები არ გვყოლია, ისინი უტოლდება თითქმის რეანომობილებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მაღალი გამავლობის სპეცმანქანები აჭარის რთული რელიეფის პირობებში, მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების სერვისების მიწოდებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ბოლო ერთ წელიწადში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ამასთან საქართველოში სულ 264 კლინიკა და სამედიცინო ცენტრია.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.