ტექნიკურ უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

© AP Photo / Eugene Hoshikoვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების ვაქცინების Sinopharm-ის და Sinovac-ის მილიონი დოზა მიიღო.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში დღეიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ვაქცინაციის ახალი სივრცე. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი>>
სამინისტროს ინფორმაციით, ​მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით.
„სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00-მდე, შესვენების გარეშე“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამცრელი ცენტრები გაჩნდება საუნივერსიტეტო სივრცეში, რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0