რატომ არის დასვენება და შვებულება მნიშვნელოვანი: ფსიქოლოგის რჩევები

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIტურისტები თბილისის პარკში
ტურისტები თბილისის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ჩვენს ქვეყანაში არც ისე იშვიათად ხდება, როცა ადამიანები სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ, ან იძულებული არიან უარი თქვან დასვენებაზე, შვებულების გამოყენებაზე.
რა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დასვენებაზე უარის თქმა, რატომ არის შვებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი და როგორ უნდა დაისვენოს ადამიანმა ნაყოფიერად, რომ უფრო პროდუქტიული და შრომისუნარიანი დაბრუნდეს სამსახურში – ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე გვესაუბრება.
© photo: Psychology center of Davitianni / FBანი ცირიკიძე
ანი ცირიკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ანი ცირიკიძე
- ხანგრძლივი მუშაობის პირობებში, როცა დასაქმებული წლიდან წლამდე ვერ ახერხებს დასვენებას, განტვირთვას, როგორ აისახება ეს მის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?
- დავიწყოთ იქიდან, რომ შრომა ადამიანის და საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისთვის მიზანმიმართული საქმიანობაა. საზოგადოების წევრთა უმრავლესობისთვის შრომა საზოგადოებაში თვითდამკვიდრების ძირითადი საშუალებაა. ფსიქოლოგიაში არის ცალკე მიმართულება – ეკონომიკის ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის სწორედ ამ პროცესებს. ზედმეტი შრომა მავნებელია სამედიცინო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მას, როგორც წესი, მოჰყვება სტრესი, ქრონიკული გადაღლა, ანუ ფსიქიკური და სომატური დაავადებები. ასევე შეიძლება წარმოიშვას სოციალური პრობლემები. როცა ადამიანი საერთოდ არ ისვენებს და დროს არ უთმობს „არასამუშაო“ საქმეებს და ახლობლებთან ურთიერთობებს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მასაც და სხვა ადამიანებსაც.
მოწევის ამკრძალავი ნიშანი ვიტრინაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გაეზარდოთ შვებულება არამწეველ თანამშრომლებს: ინიციატივა პრემიერს წარედგინა
- რა სიხშირით არის ადამიანისთვის აუცილებელი დასვენება, შვებულება?
- შვებულებაში ადამიანი, ყველაზე ცოტა, წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გავიდეს, რაც შრომის კოდექსითაცაა გათვალისწინებული. ამავდროულად აუცილებელია, რომ დაცული იყოს კვირის სამუშაო ხანგრძლივობაც, ანუ კვირაში 5 დღეზე მეტს არ უნდა მუშაობდეს ადამიანი. შაბათ-კვირას დასვენება აუცილებელია. აღსანიშნავია ფაქტი, რომ სულ ახლახან ჩატარდა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ 5 დღის ნაცვლად, 4-დღიანი სამუშაო კვირა უფრო ეფექტურია.
- ამაღლებს თუ არა დასვენება დასაქმებულის პროდუქტიულობას, ანუ ეხმარება, რომ შემდეგ სამსახურებრივ მოვალეობებს თავი უკეთ გაართვას?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს კვლევებმაც დაადასტურა. დასვენებული გონება ბევრად უკეთ მუშაობს, უფრო ადვილად ითვისებს ახალ ინფორმაციას და მეტ იდეას აწარმოებს.
შვებულება კი არა, ოცნებაა!  - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
შვებულება კი არა, ოცნებაა!
- როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა დასვენების დღეები ნაყოფიერად, რომ სამსახურში უფრო ენერგიული და შრომისუნარიანი დაბრუნდეს?
- ეს უფრო ინდივიდუალური მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს, თუმცა კარგია ქალაქგარეთ პიკნიკი, ლაშქრობა, სეირნობა, წყალთან კონტაქტი, ზოგადად ბუნებასთან კონტაქტი, რათა ადამიანი შეივსოს ბუნების ენერგიით. დასვენების პერიოდში ადამიანი უნდა დაკავდეს თავისი ჰობით, ეკონტაქტოს ძვირფას ადამიანებს.
- ბევრ ადამიანს შვებულებაში გასვლის შემდეგ რჩება შფოთვები, ნერვიულობა სამსახურის საქმეებზე, ან იმის გამო, რომ შვებულების დღეების გამოყენება მათ არაერთგულ თანამშრომლებად წარმოაჩენს, ან მათი საქმე სხვისი შესასრულებელი გახდება და ა.შ., რაც მათ ნაყოფიერ დასვენებაში უშლის ხელს. რას ურჩევთ ამ ადამიანებს?
- არსებობენ ადამიანები „შრომაჰოლიკები“. ისინი უბრალოდ მომუშავე ადამიანებისგან იმით განსხვავდებიან, რომ კურორტზე ყოფნისასაც სამსახურზე ფიქრობენ. მეორე კი სამსახურში ყოფნისას მთაში ან ზღვაზე დასვენებაზე ოცნებობს. „შრომაჰოლიკი“ იღლება, სიამოვნებას არ იღებს, საშუალო სტატისტიკურთან შედარებით გაცილებით მეტხანს შრომობს და ამავე დროს არ შეუძლია თავი დაანებოს მას, გათავისუფლდეს. შრომაჰოლიკისთვის მუშაობა პირველ ადგილზეა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია. თავად „შრომაჰოლიკობა“ შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების, კომპლექსების ნიშანს წარმოადგენდეს (ადამიანი ცდილობს თავი შეაფაროს შრომას იმის გამო, რომ მას არ შეუძლია ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები, შრომაში ის გაურბის თავის პრობლემებს და ა.შ.).
მუშები მშენებლობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2020
პარლამენტმა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
- ბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მითხველს, დასვენება მხოლოდ სასიამოვნო პროცესია, თუ სასიცოცხლოდ აუცილებელი პერიოდი?
- ამის საპასუხოდ მოვიყვან ძალიან საინტერესო მაგალითს: იაპონიაში სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 48 საათს შეადგენს, რაც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, და შვებულების ხანგრძლივობაც თითქმის ყველაზე მცირეა – 8,5 დღე. აღნიშნულის გამო იაპონიაში წარმოიშვა ტერმინი „კაროსი“, რაც სამუშაო ადგილზე გადაღლილობით გამოწვეულ სიკვდილს ნიშნავს. გადამეტებული მუშაობა ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს კი სამუშაო ადგილზე უეცარი სიკვდილის მიზეზი ხდება.
ამიტომ დასვენება პირველ რიგში სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა დამსაქმებელმა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური