„ძალიან მძიმე ორი კვირა გველის“: ივანე ჩხაიძე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე

© Pixabay / Pixabay / 1662222საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შედეგს 2-3 კვირაში გამოიღებს, მანამდე კი ძალიან მძიმე დღეები გველოდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი
მძიმე ეპიდვითარების გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. აგრეთვე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. აღნიშნული შეზღუდვები სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, ქვეყანა საწოლფონდის გარეშე დარჩება.
„7 ათასი საწოლიდან 500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი კრიტიკული მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. ორი კვირა არის ის მინიმუმი დრო, როდესაც ნებისმიერი მკაცრი აკრძალვა შედეგს გამოიღებს. ძალიან მძიმე ორი კვირა გველის წინ და ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მან მოსახლეობას არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„დიდი რისკია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩეს თავისუფალი საწოლი, ამიტომ მოგიწოდებთ, დაიცვათ არსებული რეკომენდაციები“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ღია რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულთათვის: სად შეეზღუდებათ შესვლა აუცრელ მოქალაქეებს
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. გაზაფხულზე ქვეყანამ კორონავირუსის მესამე ტალღა გადაიტანა, თუმცა ყველაზე მძიმე იყო მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4–5 ათასს აღწევდა. ამ ეტაპზე ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო პერიოდში დღეში 5 ათასს სცილდება, გარდაცვალების შემთხვევებიც ძალიან გაზრდილია.
ყველა ახალი ამბავი
0