https://sputnik-georgia.com/20210813/Sesvla-mxolod-vaqcinirebulTaTvis-sad-SeezRudebaT-Sesvla-aucrel-moqalaqeebs-252569421.html
შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულთათვის: სად შეეზღუდებათ შესვლა აუცრელ მოქალაქეებს
შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულთათვის: სად შეეზღუდებათ შესვლა აუცრელ მოქალაქეებს
Sputnik საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, სექტემბრიდან კიდევ უფრო გამკაცრდეს შეზღუდვები, რათა კორონავირუსის... 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T00:17+0400
2021-08-13T00:17+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/61/248676128_0:115:3000:1803_1920x0_80_0_0_c0e420e138897bc5229a21caef39d45f.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ აცრილი პირები ან ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ამ ინიციატივით საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოვიდა.„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე“, –განაცხადა ღიბრაძემ.უახლოეს დროს საბჭო ამ რეკომენდაციას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
https://sputnik-georgia.com/20210812/koronavirusze-PCR-da-swrafi-antigen-testi-SesaZloa-fasiani-gaxdes-252568964.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24867/61/248676128_373:0:3000:1970_1920x0_80_0_0_b85047345e9a19f641fbaf649e1d0845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შესვლა მხოლოდ ვაქცინირებულთათვის: სად შეეზღუდებათ შესვლა აუცრელ მოქალაქეებს
00:17 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოდის ინიციატივით, სექტემბრიდან კიდევ უფრო გამკაცრდეს შეზღუდვები, რათა კორონავირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდეს
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში შესვლას შეძლებენ მხოლოდ აცრილი პირები ან ის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინიციატივით საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოვიდა.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ სხდომაზე საკოორდინაციო საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნეს-ცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე“, –განაცხადა ღიბრაძემ.
უახლოეს დროს საბჭო ამ რეკომენდაციას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.