https://sputnik-georgia.com/20210813/cixeebshi-msjavrdebulta-naxevarze-meti-vaqcinirebulia-252576581.html
ციხეებში მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია
ციხეებში მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია
Sputnik საქართველო
ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, აღნიშნა პაატა იმნაძემ. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T21:50+0400
2021-08-13T21:50+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251527669_0:0:3622:2048_1920x0_80_0_0_087d84c7c630240c746c4ac00c623f46.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ციხეებში 9.300 მსჯავრდებულიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 5.718 ადამიანი (61%), განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაციის კომენტარისას.იმნაძის თქმით, ვაქცინის ორი დოზა მსჯავრდებულთა 39%-ს აქვს მიღებული.რაც შეეხება ციხეების ადმინისტრაციასა და პერსონალს, 3.500 თანამშრომლიდან აცრა ჩატარებული აქვს 2.423 ადამიანს (69%), ვაქცინის ორი დოზით კი აცრილია 1.833 ადამიანი (59%). „შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი ვაქცინირებულია. ეს მაჩვენებელი შეიძლება ექიმებს შევადაროთ – დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაშიც დაახლოებით ანალოგიური მოცვაა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ისე პატიმრებზე“, – განაცხადა იმნაძემ ჟურნალისტებთან.საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 741.353 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 225.053 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210813/imnaZe-delta-Stami-gaciebas-hgavs-252573605.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251527669_0:0:3258:2048_1920x0_80_0_0_df256330fcc234ddd72b8925c697d309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ციხეებში მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია
21:50 13.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, აღნიშნა პაატა იმნაძემ.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ციხეებში 9.300 მსჯავრდებულიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 5.718 ადამიანი (61%), განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პენიტენციურ სისტემაში არსებული სიტუაციის კომენტარისას.
იმნაძის თქმით, ვაქცინის ორი დოზა მსჯავრდებულთა 39%-ს აქვს მიღებული.
რაც შეეხება ციხეების ადმინისტრაციასა და პერსონალს, 3.500 თანამშრომლიდან აცრა ჩატარებული აქვს 2.423 ადამიანს (69%), ვაქცინის ორი დოზით კი აცრილია 1.833 ადამიანი (59%).
„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი ვაქცინირებულია. ეს მაჩვენებელი შეიძლება ექიმებს შევადაროთ – დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაშიც დაახლოებით ანალოგიური მოცვაა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ისე პატიმრებზე“, – განაცხადა იმნაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 741.353 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 225.053 ადამიანი.